სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გრიპის აცრა სკოლისა და ბაღის მასწავლებლებს უფასოდ ჩაუტარდებათ
21-09-2022
-
+


21 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. როგორც დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გრიპი არის ინფექციური დაავადება, რომელიც გადაეცემა ცემინების, ხველის ან ახლო კონტაქტისას, მისი პრევენციის ძირითადი საშუალება სეზონური ვაქცინაციაა.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შემდეგ რისკ ჯგუფებს უფასოდ ჩაუტარდებათ:

• დიაბეტის მქონე პირები
• დიალიზზე მყოფი პირები
• C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი)
• აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები
• ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები
• ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი
• ორსულები
• 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები
• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები
• საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები
• მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების თანამშრომლები
• ექიმები
• ექიმი-რეზიდენტები
• ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები)
• საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები
• ბებიაქალები
• სტომატოლოგები
• სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები
• სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან
• სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან
• ფრინველებთან მომუშავე პერსონალი
• მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები
• მონადირეები
• ვეტერინარები
• ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები
• ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი
• საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები
• სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები
• საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები
• სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომაშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან
• პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი
• პატიმრობის დაწესებულება
• თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
• ბრალდებულთა/მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულება

რისკის ჯგუფის მოქალაქეებმა ვაქცინაციისთვის უნდა მიმართონ სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს: https://cutt.ly/HVlw8Wa

სერვისის მისაღებად, თან უნდა იქონიონ საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება