| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.
ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექტორ დავით ნაჭყებიას ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...
- სიყვარულისა და კეთილგანწყობის გარემოს შექმნას.
- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...
- თქვენ გაქვთ მნიშვნელოვანი საფუძვლები წარმატებების მისაღწევად. ამის მიუხედავად, განვითარებისა და წარმატებისთვის საჭიროა ყოველდღიური რამდენიმესაათიანი კითხვა.
- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...
- საამაყოა ის, რომ წელს ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდა, ყველამ ჩააბარა. ამასთან, ყველამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში. სულ ექვსმა აბიტურიენტმა ჩააბარა.
- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...
- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს ასწავლო სულ მცირე ორი რამ: ა) მოყვასის სიყვარული და ბ) წარმატების ყველაზე მთავარი ფაქტორი არის ცოდნის ყოველდღიური გაღრმავება, კოლოსალური შრომა ამ მხრივ.
- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...
- ყველა მოსწავლისთვის თანაბარი დროის დათმობა და მოსწავლისადმი პატივისცემა.
- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...
- შევძლოთ მოსწავლეთა აკადემიური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება.
- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...
- „ცოდნა ძალაა“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად