სიახლეები
სიახლეები

KIU-ს სტუდენტები Creative Spark Big Idea Challenge კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ
07-09-2022
-
+


ბრიტანეთის საბჭოს „შემოქმედებითი ნაპერწკალი: უმაღლესი განათლების სამეწარმეო პროგრამის“ ფარგლებში, ბრიტანეთის საბჭოს და ლონდონის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის თანამშრომლობით  ჩატარდა 60-წამიანი ვიდეო კონკურსი სახელწოდებით  Big Idea Challenge.

კონკურსის მიზანი სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და ახალგაზრდა ანტრეპრენერებს შორის  ბიზნეს იდეების განვითარების ხელშეწყობა, ასევე გამარჯვებულებისთვის იდეების განხორციელების ეტაპზე დახმარების გაწევაა. კონკურსი არის პლატფორმა, რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს გაზარდონ საკუთარი ცნობადობა და გაიუმჯობესონ კარიერული პერსპექტივა. 

კონკურსზე აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და უკრაინის 70 უნივერსიტეტიდან 250 ბიზნეს იდეა იყო წარდგენილი. 

გრანდ ჩემპიონი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების იდეა BOOKI გახდა. გამარჯვებული გუნდის წევრებმა ერეკლე ბერიძემ, ანანო შავერდაშვილმა, ვალერი გურგენიძემ და თეიმურაზ ფხაკაძემ ასევე დიდ წარმატებას მიაღწიეს კონკურსის წინა ეტაპზე და Facebook კონკურსში მოიპოვეს ხალხის რჩეულის წოდება. 

BOOKI-ს იდეა მდგომარეობს ონლაინ პლატფორმის შექმნაში, რომელიც ადვილად გამოსაყენებელი და ინტერაქტიული ონლაინ გარემო გახდება ბუკინისტური წიგნების გამყიდველთათვის და მყიდველთათვის მიუხედავად მათი ასაკისა.   

ჩვენ გაგაცნობთ გამარჯვებულ სტუდენტებს, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენეს და ახლა უკვე იდეის განხორციელებას დაიწყებენ. 

BOOKI-ის იდეის  შესახებ მენეჯმენტის მესამე კურსის სტუდენტი ვალერი გურგენაშვილი გვესაუბრა.

„სტარტაპ Booki-ზე მუშაობა ერთი წლის წინ, GITA-ს საზაფხულო სკოლაში დაიწყო. თავდაპირველად მარტო ვიყავი, რაც ცოტა არ იყოს ართულებდა სიტუაციას, რადგან ყველაფრის კეთება  მარტო მიწევდა, შემდეგ პროექტს შემოუერთდნენ გუნდის დანარჩენი წევრები და გავედით BIG IDEA CHALLANGE-ში. როდესაც შედეგები გავიგეთ ძალიან გაგვიხარდა, ასეთ წარმატებას არ ველოდით. დავაგროვეთ ყველაზე მეტი საკონკურსო ქულა. რაც ჩვენთვის დასტური აღმოჩნდა, რომ იდეა ვალიდურია და ბაზარზე არსებობს მისი საჭიროება“,-ამბობს ვალერი.
       
„პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე ეს გამარჯვება ჩვენთვის  უდიდეს სტიმულად იქცა და კიდევ უფრო შემართებით შევუდექით იდეის განხორციელებას.

პირადად ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა, რომელიც მივიღე და შევძელი მექცია შესაძლებლობად. რთულია ასევე იმ ემოციების დავიწყება, რომელიც ამ მოკლე ხანში დაგვიგროვდა. ეს იყო გზა, რომელსაც თან ახლდა სირთულეები, თუმცა მე და ჩემმა გუნდმა ამის დაძლევა წარმატევით შევძელით. ამბობს კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი თეიმურაზ ფხაკაძე.

კიდევ ერთი გამარჯვებული  ერეკლე ბერიძეა, მენეჯმენტის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი. ის საკუთარ გამოცდილებას ახლა უკვე თანატოლებს უზიარებას. „მე და ჩემმა გუნდმა, გადავწყვიტეთ გვემუშავა სტარტაპზე, რომლის გასავითარებლად creative spark 2022-ის ჩემპიონატის ფარგლებში ჯამში 2000 ფუნტის ოდენობის 2 გრანტი მოვიგეთ. 
შეძენილი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც ნაშრომს შედეგი მოაქვს. ეს  აჩენს კიდევ უფრო დიდ სტიმულს და მოთხოვნილებას მეტს მიაღწიო. აუცილებელია გჯეროდეს და გიზიდავდეს იდეა რასაც ემსახურები, დათავაუღებლად იშრომო გამარჯვებისათის.


ამჟამად ბუკის ორ მთავარ მიმართულებაზე ვართ გადართულები: უშუალოდ პლატფრომის (ვებსაიტის) განვითარება და მარკეტის ანალიზი, რაც თავისთავად მოიცავს აქტიურ კომუნიკაციას ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებთან, მათზე ინფორმაციის შეგროვებას, შესაძლო პრობლემების აღმოჩენას და მათი გამოსავლების მოძებნას და ასე შემდეგ.
უნივერსიტეტში აკადემიური მოღვაწეობის ორი წლის განმავლობაში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას თავისთავად ახლა ყველა საქმეში ვიყენებ“, - გვიამბობს გამარჯვებული გუნდის წევრი, მენეჯმენტის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი ანანო შავერდაშვილი.


ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემუშავებული პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ 2018  წლიდან ხორციელდება და ათასობით ახალგარდას საკუთარი იდეის განხორციელების შესაძლებლობას აძლებს. ამჯერად ქუთაისელი სტუდენტების Booki-ს განხორციელება და მომხმარებლებისთვის გახსნა დაგეგმილია წლის ბოლომდე.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„გვინდა, აღვუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც შეიქმნა თავის დროზე“...

დირექტორად არ დაინიშნება 65 წელზე უფროსი ასაკის პირი - ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგნის მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების აუცილებლობა და სწავლების მეთოდები - თამარ მახარაშვილმა დეტალებზე ისაუბრა

2026-2027 სასწავლო წელს 8 000-ით ნაკლები პირველკლასელი შევა სკოლაში - სამინისტროს ხარჯი 10 მილიონ ლარამდე შემცირდება, თვითმმართველობების გაიზრდება

„აბიტურენტების რეგისტრაცია მარტში დაიწყება... ჩამონათვალში თსუ და სტუ ცალ-ცალკე დახვდებათ, სხვა თეორიული შანსი არ არსებობს!“ - მინისტრის მოადგილე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტირუად ზრუნავენ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინეტრესოდ აღინიშნა

პირველკლასელებმა დიდი სიხარულით მოუსმინეს სტუმრებს და გაუზიარეს მათ, რა ზღაპრებს უკითხავდნენ მშობლები და ბებიები, რომელი გმირები უყვარდათ და რატომ

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას III, IV, VI, VII, IX კლასების მოსწავლეები შეუერთდნენ

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება