სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საშუალო საფეხურის ახალი საგნობრივი სტანდარტის დანერგვა დაიწყო - მოსწავლეები X კლასის ყველა საგანში ახალ სახელმძღვანელოებს მიიღებენ
01-09-2022
-
+


2022-2023 სასწავლო წლიდან ქართულენოვანი სექტორების მოსწავლეები X კლასის ყველა საგანში მიიღებენ ახალ სახელმძღვანელოებს.

განათლებისა და მენციერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ჯგუფის განცახდებით, 2021 წელს დამტკიცდა საშუალო საფეხურის ახალი საგნობრივი სტანდარტები, რომელთა დანერგვა 2022-2023 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად დაიწყება.

დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, გამოცხადდა X კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი. შესაბამისად, 2022-2023 სასწავლო წლიდან ქართულენოვანი სექტორების მოსწავლეები X კლასის ყველა საგანში მიიღებენ ახალ სახელმძღვანელოებს.

მინისტრის ინიციატივით, საშუალო საფეხურზე ცალკე საგნად გამოიყო „საქართველოს ისტორიის" სწავლება, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენების და პროცესების შესწავლასა და მათთან საქართველოს ისტორიის საკითხების დაკავშირებას; საგნის - „საქართველოს ისტორია“ ფარგლებში კი აქცენტი კეთდება ქართული ისტორიოგრაფიისთვის აქტუალური პრობლემების კვლევაზე და სიღრმისეულ გააზრებაზე.

2021 წელს დამტკიცდა საშუალო საფეხურის ახალი საგნობრივი სტანდარტები, რომელთა დანერგვა 2022-2023 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად დაიწყება მეათე კლასიდან და მომდევნო წლებში XI და XII კლასებს შეეხება. შესაბამისად, 2022-2023 სასწავლო წლიდან ქართულენოვანი სექტორების მოსწავლეები X კლასის ყველა საგანში მიიღებენ ახალ სახელმძღვანელოებს.

ახალი საგნები - ისტორია - მინისტრის ინიციატივით, ცალკე საგნად გამოიყო „საქართველოს ისტორიის“ სწავლება. თითოეულ მათგანს დაეთმობა კვირაში 2 საათი;

სწავლა-სწავლების მიზნები:

საგანი „ისტორია“ მიზნად ისახავს მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენების/პროცესების შესწავლასა და მათთან საქართველოს ისტორიის საკითხების დაკავშირებას;

საგნის - „საქართველოს ისტორია“ ფარგლებში კი აქცენტი კეთდება ქართული ისტორიოგრაფიისთვის აქტუალური პრობლემების კვლევაზე და სიღრმისეულ გააზრებაზე.

სასწავლო შინაარსი - ორივე საგანი შეისწავლება ქრონოლოგიური პრინციპის დაცვით, ანუთემებად აღებულია ისტორიული ეპოქები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.  

„ისტორიისა“ და „საქართველოს ისტორიის“ კურსის სწავლა-სწავლება წარიმართება პარალელურად. რომელი სავალდებულო თემები უნდა ისწავლებოდეს ურთიერთდაკავშირებულად.

X კლასის „ისტორიის“ სახელმრვანელოში მოსწავლეები ისწვალიან შემდეგ პერიოდებს: პრეისტორია და ძველი აღმოსავლეთი; ანტიკური ხანა და გვიანანტიკური ხანა და ადრეული შუა საუკუნეები;

„საქართველოს ისტორიაში“ -  საქართველო ქვის და ბრინჯაოს ხანაში; საქართველო ანტიკურ ხანაში (ახ.წ. III საუკუნემდე) და საქართველო გვიანანტიკურ და ადრეული შუა საუკუნეების ეპოქაში(1014 წლამდე).



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება