| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა ყველა გამოცდის შედეგები ცნობილია; პედაგოგების ნაწილი საგამოცდო საკითხებით, ასევე ქულებით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ აპლიკანტებს განგებ გაურთულეს გამოცდის ჩაბარება. etaloni.ge რამდენიმე პედაგოგის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ:
„გასაჩივრებას არ ვაპირებ და ზედმეტად ფულის ხარჯვას ამ უაზრო გამოცდებზე, მაგრამ მაინტერესებს, ვინც ეს ნაშრომი გაასწორა, თავად თუ აქვს „ნაცარქექია“ წაკითხული??? ყველა ღია დაბოლოებული დავალება არის განულებული...
რაღას აწვალებენ, თუ მაინც არ აბარებინებენ მასწავლებლებს გამოცდებს? არავის არ შერჩება უკანონოდ გაკეთებული საქმე! რაში სჭირდება, ამდენი გაბოროტებული მასწავლებელი ამ მთავრობას, საინტერესოა... სირცხვილია, მარტო ფულით რომ ისაზღვრება დღეს ყველაფერი.
იქნებ თქვენ მაინც მირჩიოთ, ვის მივწერო, რომ მივაწვდინო ჩემი გულის ტკივილი. ასე, უსამართლოდ რატომ გვექცევიან? ჩემს სამ შვილს მოვაკელი ლუკმა და ძალიან ვნანობ ამ უსამართლო და არაფრისმომცემ გამოცდაზე რომ გავედი“!
„naec.ge - გამოცდების ეროვნული ცენტრი რაში დაგჭირდათ ასეთი სცენარი? ამიტომ გაგვაჩერეთ ეს წლები, რომ კიდევ ერთხელ დაგენახათ ჩვენი უსუსურობა? ე.წ. გამსწორებლებო, გული ამოგაცალეს? ასე უგულოდ, უმოწყალოდ ქულების დაკლება არასოდეს, არცერთ გამოცდაზე არ მომხდარა... წელს რა შეიცვალა? ვხვდებით მიზეზს ყველა, მაგრამ ისევ ჩუმად ვართ. ამდენი „ჩაჭრილი“ და განადგურებული მასწავლებელი ყელში გაგეჩხირებათ, ვერ მოინელებთ და ბოლოს მიიღებთ იმას, რომ სისტემა დარჩება მასწავლებლების გარეშე... აღარავის უნდა მასწავლებლობა ჩვენი შემხედვარე... ჩაგვამწარეთ მთელი ზაფხული... ცრემლი არ მშორდება თვალიდან... გამოვიდეს ვინმე და თითოეული ტესტი გაგვიანალიზოს შეფასების რუბრიკის მიხედვით!!! კმარა ამდენი დამცირება!!! თუნდაც არ მყოფნოდა ქულები, იმას არ ვიჯავრებდი... რომ ვუყურებ იმას, რომ ჩემნაირი ბევრია და ვიცი, რომ მართლები ვართ, ბრაზით ვივსები... ასე აღარ გაგრძელდება... ეს დასასრულის დასაწყისია“!
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ