სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეენახებათ თუ არა მასწავლებლობის მსურველებს გამოცდაზე მიღებული ქულა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ვერ დასაქმდებიან?
21-08-2022
-
+


მასწავლებელთა გამოცდებზე წელს სულ 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. მათგან საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტი უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გავიდა, 12 500-ზე მეტმა კი წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდაზე გასვლა არჩია.

წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდისგან განსხვავებით, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. გამოცდაზე გასულების ნაწილი სკოლაში დასაქმებული არაა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პედაგოგთა გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა. მასწავლებლობის მსურველთა ნაწილმა გამოცდები წარმატებით ჩააბარა, თუმცა არ იციან,  შეენახებათ თუ არა გამოცდაზე მიღებული ქულა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ვერ დასაქმდებიან.

მოუწევთ თუ არა გამოცდის განმეორებით ჩაბარება მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც წელს სკოლაში დასაქმებას ვერ შეძლებენ?

მასწავლებლობის მსურველებს გამოცდაზე მიღებული ქულა შეენახებათ და მათ იმავე გამოცდის ჩაბარება განმეორებით აღარ მოუწევთ. როგორც საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესშია აღნიშნული, ცენტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები, ასევე მონაცემები აპლიკანტთა რეგისტრაციის, გამოცდაზე გამოცხადებისა და მიღებული შედეგების შესახებ ინახება მუდმივად.

რაში უნდა გამოიყენონ მასწავლებლობის მსურველებმა გამოცდაზე მიღებული ქულა, თუ ისინი ამ ეტაპზე სკოლაში ვერ დასაქმდებიან?

მასწავლებლობის მსურველთა ნაწილი განათლებით პედაგოგი არაა. მათ, ვისაც დიპლომში „მასწავლებელი“ არ უწერია, სკოლაში დასაქმებამდე მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა უნდა გაიარონ, აღნიშნული პროგრამის კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია, პირს საგნის გამოცდა ჰქონდეს ჩაბარებული.

მათ, ვისაც მასწავლებლობა აქვთ გადაწყვეტილი, გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ, მაგრამ ვერ დასაქმდებიან, წელი უქმად რომ არ დაკარგონ, შეუძლიათ, სასურველ უნივერსიტეტში ერთწლიან, 60-კრედიტიან პროგრამაზე ჩაირიცხონ. აღნიშნული პროგრამის გავლა სკოლაში დასაქმების შანსს გაზრდის, დასაქმებისთანავე კი მათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

კონკურსს აქტიურად შეუერთდნენ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები

დირექტორს ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონიალზე მადლობის სიგელი გადაეცა

სკოლაში ულოცავენ მოსწავლეს წარმატებას და წინსვლასა და განვითარებას უსურვებენ

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება