სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პრიორიტეტი მიენიჭება პირველ 25 რეგისტრირებულ სკოლას - დეტალებს მასწავლებლის სახლი ასაჯაროებს
29-07-2022
-
+


26 სექტემბერს, ევროპის კულტურულ ინსტიტუტთა გაერთიანების EUNIC-ის (European Union National Institutes for Culture, https://www.eunicglobal.eu/) საქართველოს წარმომადგენლობა სკოლის მოსწავლეებს იწვევს ენების ევროპული დღის https://edl.ecml.at/ აღსანიშნავად.

ღონისძიების მიზანია ევროპის საბჭოს 46 წევრ ქვეყანაში მცხოვრები რვაასი მილიონი ადამიანის წახალისება - ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ. ლინგვისტური მრავალფეროვნება კულტურათაშორისი თავისებურებებისა და ევროპის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოიცავს სახალისო კონკურსებსა და თამაშებს, შემეცნებით თუ გასართობ სავარჯიშოებს, მუსიკალურ თუ ციფრულ ანიმაციებს. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ უკეთ გაეცნონ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის კულტურულ თუ ენობრივ თავისებურებებს და ღონისძიების დასასრულს მიიღონ პრიზები, რომელსაც აწესებს EUNIC, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროპის საბჭო.

EUNIC Georgia გეგმავს ენების ევროპული დღე მთელ საქართველოში აღნიშნოს. ამისთვის, 2022 წლის 3 სექტემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდება ერთდღიანი ონლაინ ტრენინგი რეგიონის ორგანიზატორებისთვის.

მონაწილეები გაეცნობიან ღონისძიების საორგანიზაციო მასალებსა და ჩატარების სტრატეგიებს. ტრენინგში მონაწილეობა უფასოა და ნებისმიერ დაწესებულებას/სკოლას შეუძლია. მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს დაწესებულების/სკოლის დირექციის სარეკომენდაციო წერილი და გამოაგზავნოს კანდიდატურა სპეციალური ონლაინ პორტალის საშუალებით შემდეგ მისამართზე: shorturl.at/ELT07

პრიორიტეტი მიენიჭება:

პირველ 25 რეგისტრირებულ სკოლას;
თბილისის მიღმა რეგიონის სკოლებს;
სკოლებს, რომლებსაც არ აქვთ მიღებული მონაწილეობა ენების ევროპული დღის 2020 და 2021 წლების ღონისძიებებში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება