სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კონკურსში - „ვწერ მასწავლებლისთვის“ გამარჯვებულ პირველ სამეულ ფულადი ჯილდო გადაეცემა
29-07-2022
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსები, აცხადებენ მეექვსე ლიტერატურულ კონკურსს ქართველი მწერლებისთვის – „ვწერ მასწავლებლისთვის“.

კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერაა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და ასახავდეს მათი დაძლევის გზებს.

კონკურსის სპეციალური ჟიური ათ საუკეთესო მოთხრობას შეარჩევს, რომელთაგან სამი გამარჯვებული გამოვლინდება.
კონკურსის თემაა: “ჩავალ ეზოში, გადავხედავ პატარა ბავშვებს.
ცარცით ასფალტზე შემოვხაზავ დიდ კითხვის ნიშანს.” (ზაზა თვარაძე)

საუკეთესო ათეული მიმდინარე წლის 30 სექტემბერს დასახელდება, ხოლო სამი გამარჯვებული მოთხრობა დაჯილდოვდება 7 ოქტომბერს საზეიმო მიღებაზე. ავტორებს გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო კონკურსის მხარდამჭერ ლიბერთი ბანკისგან:

I ადგილი – 1000 ლარი;
II ადგილი – 700 ლარი;
III ადგილი – 500 ლარი.
გამარჯვებულს გადაეცემა კონკურსის სიმბოლო

ათი საუკეთესო მოთხრობა გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და მიეძღვნება ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომერი.

კონკურსში მონაწილეობისთვის მოთხრობები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულად, მისამართზე: mastsavlebeli.ge@gmail.com

მოთხრობის მოცულობა: 5-დან 15 გვერდამდე.
ჟიური განიხილავს მხოლოდ საკონკურსო პერიოდში დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

 მოთხრობების გამოგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 25 აგვისტო.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება