სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის საბავშვო ბაღების რაოდენობა იზრდება - იხილეთ, რომლი ბაღები განახლდა და სად დაიწყო სარემონტო სამუშაოები
29-07-2022
-
+


თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 2022 წლის 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბაღების რაოდენობა გაიზრდება. რომელი ბაღის არსაზრდელები დაიწყებენ სააღმზრდელო პროცესს განახლებული შენბიდან და რა ეტაპეა ბაღების რებილიტაცია აშენების პროცესი.

დასრულდა ისნის რაიონში, საინგილოს ქუჩაზე N88 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა. ახალი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აღსაზრდელების პირველ ნაკადს შემოდგომაზე მიიღებს.

გრძელდება ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. თბილისში ამჟამად 8 ახალი შენობა შენდება კრწანისის, სამგორის, ისნის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში.

სრულდება N155 ბაგა-ბაღის შენობის გამაგრება-რეაბილიტაცია. ალტერნატიულ ფართში განთავსებული კონტინგენტი შემოდგომაზე კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

* გრძელდება გლდანის რაიონში მდებარე N89 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის რეაბილიტაცია.
* დაიწყო კრწანისის რაიონში მდებარე N71 ბაგა-ბაღის ავარიული შენობის რეაბილიტაცია.

დაიწყო 6 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობების მასშტაბური სარემონტო სამუშაოები. N51, 52, 92, 117, 133 და 128 ბაგა-ბაღებში სხვადასხვა სახის სამუშაო ტარდება - ფასადისა და სახურავის რეაბილიტაცია, ეზოს კეთილმოწყობა, შიდა სივრცეების რემონტი.

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, გამარტივდა საჯარო ბაღებში უკრაინელი ბავშვების რეგისტრაციის პროცედურები. ამჟამად, რეგისტრირებულია 200 ბავშვი.

განხორციელდა ჰუმანიტარული პროექტი Save The Children-თან ერთად უკრაინელი ბავშვებისათვის.

Save the Children-სა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, „ჰართის“ პროგრამით, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა გადამზადება დაიწყო. გადამზადდება თბილისის ბაღების ყველა აღმზრდელი.

წლის ბოლომდე თბილიში კიდევ 6 ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდება. ახალი ბაღები 2023 წლიდან ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება