სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეფექტური სტრატეგია 3, 2, 1 - რას ნიშნავს ეს მეთოდი და როდის უნდა გამოიყენოთ?
27-07-2022
-
+


3,2,1 სწავლების სტრატეგიებს შორის ერთ-ერთი ეფექტურია. ის მოსწავლეებს „აიძულებს“, ყურადღებით მოისმინონ ახსნილი მასალა, იყვნენ მეტად კონცენტრირებულები და გაიაზრონ მოსმენილი.

რა უპირატესობები აქვს სტრატეგიას 3. 2. 1?

  • ააქტიურებს ახლად ათვისებულ ინფორმაციას;
  • აძლევს მოსწავლეს საშუალებას, შეაჯამოს მოსაზრებები წაკითხულის შესახებ;
  • აძლიერებს მოტივაციას;
  • ავითარებს კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევეას;
  • ააქტიურებს მოსწავლეს;
  • ავითარებს წერითი მეტყველების უნარ-ჩვევებს

როდის და როგორ უნდა გამოვიყენოთ მეთოდი?

3,2,1 სტრატეგიის გამოყენება შესაძლებელია ყოველთვის, როდესაც პედაგოგს სურს, მოსწავლეები დააფიქროს, თუ რა არის შესწავლილ მასალაში მნიშვნელოვანი. მეთოდის მიმდინარეობა ასეთია. მაგალითად, ტექსტის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რომ მოკლედ ჩამოწერონ:

  • 3 რამ, რამაც ყველაზე მეტად მიიქცია მათი ყურადღება;
  • 2 რამ, რის შესახებაც უნდათ მეტი გაიგონ;
  • 1 რამ, რაზედაც თანაკლასელებთან ერთად იმსჯელებდნენ.

დავალება მასწავლებელმა მოსწავლეებს დასახული მიზნის შესაბამისად უნდა მისცეს, შესაბამისად, პირობის შეცვლა შესაძლებელია და ის პედაგოგმა გაკვეთილის თემას თავად უნდა მოარგოს (მაგ.: 3 რამ რაც ტექსტიდან დაგამახსოვრდა, 2 რამ, რაც ძალიან მოგეწონა, 1 რამ, რასაც შეცვლიდი).


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

2 არასრულწლოვანი მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

აქტივობები მიზნად ისახავდა ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვიძებასა და ცოდნის გამდიდრებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება