სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

კომუნიკაბელური, დემოკრატი და პროფესიონალი - როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი?
13-07-2022
-
+


კარგი მასწავლებლის სტანდარტი ყოველ წლიურად იცვლება და სულ უფრო ხშირად ისმის კითხები - როგორი უნდა იყოს პროფესიული და პიროვნული კუთხით თანამედროვე მასწავლებელი? - სწორედ ამის გასაგებად, etaloni.ge საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა.

ლალი სოხაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენ სულ ვცდილობთ სკოლაში რაღაც სიახლეები შევიტანოთ. ტრაბახი არ გამომივა, თუმცა ყველა ის გამოწვევა, რაც თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაშია კომპიუტერებით დაწყებული ჩემმა მასწავლებლებმა ყველაფერი ძალიან კარგად აითვისეს. გაგიკვირდებათ და წელს გამოცდას მხოლოდ ერთი პედაგოგი აბარებს დანარჩენი ყველა სერტიფიცირებულია. რაც შეეხება თანამედროვე მასწავლებელს - პირველ რიგში უნდა იყოს თავისი საქმის სპეციალისტი. პედაგოგმა თუ საგანი არ იცის, თუმცა აქვს სხვა კარგი თვისებები, არ მგონია ბავშვს ცოდნის მხრივ სათანადო დახმარება გაუწიოს. საერთოდ, მასწავლებელი უნდა იყოს დამთმობი და ბავშვის თვისებების კარგი მცოდნე. მან უნდა იცოდეს რა უჭირს, სად სჭირდება დახმარება მოზარდს. პედაგოგი მხოლოდ სკოლის ჩარჩოთი კი არ უნდა იფარგლებოდეს, არამედ ოჯახში უნდა იცოდეს რა მდგომარეობა აქვს ბავშვს: როგორი გარემო, ეხმარებიან თუ არა სწავლაში და ა.შ. ვფიქრობ, მასწავლებელი ამითიც უნდა იყოს დაინტერესებული.

ბესიკ კაპანაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაურთის საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებელი პიროვნული კუთხით ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს. პროფესიული კუთხით კი, იგი თავისი საგნის სპეციალისტი უნდა იყოს. ის საქმე, რაც მას ავალია სიყვარულით უნდა აკეთებდეს და მოსწავლეებს ემსახურებოდეს.

როზა გველებიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, თანამედროვე მასწავლებელი აუცილებლად თავისი სპეციალობის პროფესიონალი უნდა იყოს, სარგებლობდეს კარგი ავტორიტეტით მოსწავლეებსა და მშობლებში. პედაგოგი სულით მდიდარი უნდა იყოს, უყვარდეს ბავშვები და იყოს ეთიკური ნორმებით ყველასთვის მისაბაძი.

ოლეგი შუბითიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

თანამედროვე მასწავლებელი პირველ რიგში უნდა იყოს კომუნიკაბელური, დემოკრატი და თავისი საქმის პროფესიონალი. მოსწავლეებისთვის და საზოგადოებისთვის იგი პირადი მაგალითი უნდა იყოს. ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს თანამშრომლობითი კულტურა. იღებდეს და გასცემდეს ახალ ინფორმაციას. სიახლეებს არ უნდა ერიდებოდეს.

მაკა ქავთარაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისის საჯარო სკოლის დირექტორი:

მიმაჩნია, რომ პროფესიონალიზმი მთავარია. თავისი საქმე ძალიან მაღალ დონეზე უნდა ჰქონდეს მასწავლებელს აყვანილი. უნდა იცოდეს, როგორ მიუდგეს ბავშვს. ფლობდეს, როგორც საკუთარ საგანს ასევე, ბავშვებთან ურთიერთობას. ასევე, უნდა იყოს: დამთმობი, გამგები და იცოდეს თითოეული ბავშვის შესაძლებლობები თუ უნარები.

თამილა მარგველიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლის დირექტორი:

თანამედროვე მასწავლებელი პიროვნული კუთხით ალბათ უნდა იყოს: დამთმობი, მომთმენი და განათლებაზე ორიენტირებული. თანამედროვე მასწავლებელს ვფიქრობ, ყველა მხრივ სჭირდება განვითარება, როგორც პიროვნული ასევე, პროფესიული კუთხით. პროფესიულად, მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს ასწავლის უნდა იყოს თავისი საქმის მცოდნე, რათა მოსწავლეებთან სათანადო შედეგს მიაღწიოს. საგანი კარგად უნდა ესმოდეს, იყოს განვითარების სქემაში ჩართული და ესმოდეს თანამედროვე მიდგომები.

გიორგი კაველიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი:

თანამედროვე მასწავლებელი პირველ რიგში უნდა იყოს მოტივირებული და ზრუნავდეს თვითგანვითარებაზე. ნერგავდეს და ახორციელებდეს ინოვაციებს თუ სიახლეებს. აზროვნებდეს თავისუფლად და მოსწავლეებსაც აძლევდეს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას.

ლალი კარკაძე, ახალციხის N7 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, პირველ რიგში თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს - უყვარდეს საკუთარი საქმე და რა თქმა უნდა მოსწავლე. იყოს განვითარებული და ყველა იმ თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული, რაც სასკოლო ცხოვრებას სდევს თან. პიროვნულად უნდა იყოს: კეთილსინდისიერი, გულისხმიერი და ყურადღებიანი. მასწავლებლისთვის აუცილებელი და სავალდებულოც კია, რომ ყველა დადებითი თვისებით შემკული იყოს, რადგან ის, მომავლის ფუძემდებელი და სულისჩამდგმელია. პედაგოგი მოსწავლეს ოჯახთან ერთად ზრდის.

გელა ჩხიტუნიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის დირექტორი:

თანამედროვე მასწავლებელი ვფიქრობ, ყველა დროს უნდა ერგებოდეს. იყოს ნოვატორი და ანალიტიკოსი. უნდა ესმოდეს თანამედროვე მოთხოვნები; ასევე, იყოს საქმის ოსტატი - ფსიქოლოგიც და აღმზრდელიც.

იოსებ (სოსო) მაჭარაშვილი, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ შომახეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებელი თავის პროფესიაზე შეყვარებული უნდა იყოს. იცოდეს თავისი საგანი და ერთ კრედიტზე კი არა 10 კრედიტზე ჰქონდეს ჩაბარებული. უყვარდეს თავისი მოსწავლეები. იყოს კომუნიკაბელური და მშობლებთან თუ თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს.

კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

მაისში სკოლებისა და ბაღების დასვენების დღეები ცნობილია

პედაგოგების სახელფასო დანამატი მოსწავლის ნიშნებზე იქნება დამოკიდებული - „შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების“ გეგმა ჰიუსტონის სკოლებში

გაიზარდა პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც იშვიათად, დეფიციტურად და მაღალანაზღაურებადად ითვლება

მასწავლებლის  გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია

სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და მართვისთვის - რა მონაცემები უნდა შევამოწმოთ ელექტრონულ ჟურნალში 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება