სიახლეები
სიახლეები

კვლევის დროს ყველაზე გავრცელებული 5 ეთიკური პრობლემა და მათი გადაჭრის გზები პედაგოგებისთვის
02-07-2022
-
+


კვლევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის შესახებაც სტატუსის ამაღლების მსურველ მასწავლებლებს შესაბამისი ცოდნა უნდა ჰქონდეთ.

პედაგოგებს, რომლებმაც აქამდე მოიპოვეს წამყვანისა და მენტორის სტატუსი, სხვა სავალდებულო აქტივობებთან ერთად კვლევის ჩატარება მოუწიათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, შეიძლება ყველა მასწავლებელმა არ იცის ის 5 ეთიკური პრობლემა, რომლებიც რაოდენობრივ კვლევას უკავშირდება.

მასწავლებელთა საგამოცდო ლიტერატურიდან გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ ეთიკურ პრობლემებს, აგრეთვე მათი გადაჭრის შესაძლო გზებს:

ნებაყოფლობითი მონაწილეობა/ინფორმირებული თანხმობა. ვინაიდან სოციალური კვლევა ადამიანთა პირად ცხოვრებაში შეჭრას გულისხმობს და მათგან გარკვეული დროისა და ენერგიის დათმობას ითხოვს, რესპონდენტების მხრიდან კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი უნდა იყოს. მკვლევარს არა აქვს უფლება რესპონდენტებს კვლევაში მონაწილეობა მოსთხოვს, ჩვეულებრივ, ის ყველაფერს აკეთებს, რათა ეს მონაწილეობა უზრუნველყოს.

რესპონდენტების დაცვა ზიანის მიყენებისგან. ხშირად მკვლევარი ითხოვს რესპონდენტებისგან მათი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, იქნება ეს ოჯახურ ცხოვრებასთან, სამსახურებრივ თუ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დეტალები და სხვ., რაც შესაძლოა რესპონდენტის ახლო ნათესავებმა და მეგობრებმაც კი არ იცოდნენ და მან ეს ინფორმაცია უცხო ადამიანს უნდა გაანდოს. ასეთ დროს, შესაძლოა რესპონდენტმა საკმაოდ არაკომფორტულად იგრძნოს თავი, რადგან ჩათვალოს, რომ გარკვეული ინფორმაციის გამოაშკარავება მას არასასურველი კუთხით წარმოაჩენს, ანდა უბრალოდ შეეშინდეს, რომ ეს ინფორმაცია შესაძლოა სხვა მიზნით იყოს გამოყენებული. ნებაყოფლობითი მონაწილეობის მსგავსად, რესპონდენტებისთვის ზიანის აცილების ნორმა თეორიულად მარტივად მისაღები, თუმცა პრაქტიკულად რთული განსახორციელებელია. მკვლევრის თანაგანცდა და გამოცდილება საუკეთესო იარაღებია ამ ეთიკური პრობლემის გადასალახად.

ანონიმურობა და კონფიდენციალობა. რესპონდენტების ინტერესების და უსაფრთხოების დაცვა მათი იდენტურობის დაცვას გულისხმობს, რისი უზრუნველყოფაც ანონიმურობისა და კონფიდენციალობის საფუძველზე ხდება. რესპონდენტი ჩაითვლება ანონიმურად, როცა თავად მკვლევარს არ შესწევს უნარი ცალკეული პასუხი გარკვეულ რესპონდენტთან დააკავშიროს. ამ აზრით, ინტერვიუ ვერასოდეს ჩაითვლება ანონიმურად, რადგან ინტერვიუერი თავად პოვებს საჭირო ინფორმაციას ამა თუ იმ რესპონდენტისგან. კონფიდენციალობა გულისხმობს, რომ, თუმცა მკვლევარს შეუძლია რესპონდენტების იდენტიფიცირება, ის არ ამხელს მათ ვინაობას. ამ მიზნით, ნებისმიერი სახელი თუ მისამართი კითხვარში საიდენტიფიკაციო ნომრით უნდა იყოს ჩანაცვლებული. რესპონდენტი კი წინასწარ უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ კვლევა კონფიდენციალურია და მისი ვინაობა არ იქნება გამხელილი.

კვლევის მიზნის გამხელა. ხშირად მკვლევარი დგას დილემის წინაშე, რომ კვლევის რეალური მიზნის გამხელა გავლენას მოახდენს რესპონდენტთა პასუხებზე ან შესაძლოა კვლევაში მონაწილეობაზეც კი. მაგრამ რესპონდენტებისთვის კვლევის მიზნების დამალვა ან მცდარი სახით წარმოდგენა, სერიოზულ ეთიკურ პრობლემებს იწვევს. როცა კვლევის რეალური მიზნის გამხელა კვლევის პროცესსა თუ შედეგებზე ახდენს გავლენას, ამერიკელი მკვლევარი ერლ ბები გვთავაზობს მივსდიოთ შემდეგ წესებს:
1. მკვლევარმა არ უნდა გაამხილოს კვლევის მიზნის ის ასპექტები, რომლებიც სავარაუდოდ პასუხთა სანდოობაზე ახდენს გავლენას;
2. მკვლევარმა დაუფარავად უნდა გაამხილოს კვლევის მიზნები, როცა ნაკლებ სავარაუდოა მათი გავლენა რესპონდენტთა პასუხებზე;
3. მკვლევარმა მისი კვლევის ზოგადი მიზანი უნდა წარმოადგინოს და არ ჩაუღრმავდეს სპეციფიკურ დეტალებს;
4. მკვლევარმა არასოდეს არ უნდა წარმოადგინოს კვლევის მიზანი მცდარი სახით.

კვლევის ანგარიში. მკვლევარი იღებს ეთიკურ ვალდებულებას არა მარტო რესპონდენტების წინაშე, არამედ სამეცნიერო საზოგადოების წინაშეც, რომელიც მისი კვლევის შედეგებითაა დაინტერესებული. ნებისმიერი ხარვეზი შერჩევაში თუ კვლევის დიზაინში, აგრეთვე კვლევის შეზღუდვები გულწრფელად უნდა იყოს წარმოდგენილი მკვლევრის მიერ. მკვლევარმა არ უნდა დაფაროს ფაქტი, რომ კვლევის შედეგებმა მისი საწყისი ჰიპოთეზები უკუაგდო, რაც, თავისთავად, აგრეთვე მნიშვნელოვანი შედეგია; ანდა, თუ კვლევა მოულოდნელი შედეგებით დასრულდა, მკვლევარმა არ უნდა სცადოს მათი გასაღება, როგორც წინასწარ მოფიქრებული ჰიპოთეზებისა. გულწრფელობით მკვლევარი როგორც მკითხველის ნდობასა და კეთილგანწყობას დაიმსახურებს, ისე მომავალ მკვლევრებს დაეხმარება მსგავსი კვლევების წარმატებით განხორციელებაში.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება