სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეექმნებათ თუ არა გამოცდაზე გამსვლელ მასწავლებლებს პრობლემები სკოლაში, თუ გამოცდას წარმატებით ვერ ჩააბარებენ?
30-07-2022
-
+


მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. აქედან ნაწილს პროფესიაში შესვლა სურს, ნაწილი კი მოქმედი მასწავლებელია.

საგნის გამოცდაზე კომპეტენციის დადასტურება სურთ როგორც მასწავლებლობის მსურველებს, ასევე მოქმედ პედაგოგებს, მათ, ვისაც თავის დროზე საგანი 1 ან 4 კრედიტზე აქვთ ჩაბარებული, ახლა კი წინსვლის საშუალება არ აქვთ იქამდე, სანამ საგნის საგამოცდო ბარიერს მინიმუმ 50%-ანი შედეგით არ გადალახავენ.

საგნის გამოცდაზე 19 500-მდე მსურველი გადის. უცნობია, მათგან რამდენია მოქმედი მასწავლებელი და რამდენი პროფესიაში შესვლის მსურველი. წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდაზე კი 12 500-ზე მეტი პედაგოგი დარეგისტრირდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ სკოლებში 42 000-ზე მეტი უფროსი და წამყვანი მასწავლებელია, დარეგისტრირებულთა რიცხვი არც ისე დიდია.

ათასობით პედაგოგმა დარეგისტრირებაზე თავი იმიტომ შეიკავა, რომ წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდა წელს პირველად ტარდება, საგამოცდო ტესტი უცნობია, მოსამზადებელი ლიტერატურა კი - საკმაოდ დიდი.

რა მოხდება თუ დარეგისტრირებული მასწავლებლები გამოცდას წარმატებით ვერ ჩააბარებენ? შეექმნებათ თუ არა მათ სკოლაში რაიმე სახის პრობლემები, მაგალითად, საათების განაწილების დროს?

მასწავლებლებს, რომლებსაც უკვე აქვთ მიღებული სტატუსი, მაგრამ საგნის გადაბარება ან წინსვლა სურთ, გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მიღებულ სტატუსს არ დაკარგავენ. მაგალითად, თუ პედაგოგს აქამდე საგნის კომპეტენცია 4 კრედიტზე ჰქონდა დადასტურებული, ახლა კი მას შედეგის გაუმჯობესება სურს, მაგრამ ამას ვერ შეძლებს, მიღებულ სტატუსს არ დაკარგავს. ასევე არ ემუქრებათ საფრთხე იმ უფროს და წამყვან მასწავლებლებს, რომლებსაც პროფესიული და კარიერული წინსვლა სურთ, თუმცა გამოცდას წარმატებით ვერ ჩააბარებენ.

პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, მასწავლებლისთვის განსაზღვრული სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება სტატუსის მქონე პირისათვის მომდევნო, მაღალი სტატუსის მინიჭება. აქედან გამომდინარე, თუ სტატუსიანი მასწავლებლები პროფესიული უნარების ან საგნის გამოცდას წარმატებით ვერ ჩააბარებენ, უკვე დამსახურებულ სტატუსს არ დაკარგავენ, შესაბამისად, საათების განაწილების დროსაც ისარგებლებენ უფლებით, რომ მიიღონ სრული დატვირთვა (საგნის პედაგოგებისთვის მინიმუმ 15 საათია საჭირო, რათა სტატუსის დანამატი სრულად დაერიცხოთ, დაწყებითის I-IV პედაგოგები კი დანამატს 13 საათიანი დატვირთვის დროსაც სრულად მიიღებენ).


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება