სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებით დასრულდა
24-06-2022
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც 3 მოსწავლე მონაწილეობდა.
მე-5 კლასელმა ლიზი გოგსაძემ სამების ტაძრის ისტორია შეიწავლა და პრეზენტაცია „ჩემი სოფლის ტაძრის ისტორია“ წარადგინა. 
მე-9 კლასის მოსწავლე დავით ნეფარიძემ კულტურულ მემკვიდრეობაზე ისაუბრა. ხოლო მე-3 კლასელმა ნიკა გოგსაძემ საზოგადოებას თავისი ილუსტრირებული იგავ-არაკის პერსონაჟები გააცნო. 

ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

„მინავლებული მთის სოფლების ხვედრი: სამი ბავშვი და ორი მშობელი სასწავლო წლის დასრულების ბოლო ზარზე; წარსულის ნოსტალგია და საეჭვო მომავალი; ნიჰილიზმი...
რა ბავშვის ბრალია, თუ კლასელი არა ყავს. მისთვის მასწავლებელი ინტელექტუალური პარტნიორიც არის და მეგობარიც, მასწავლებელსაც ყველაფრის ისე გაკეთება უნდა, რასაც თანადროულობა ითხოვს. მათი ხელმძღვანელობით ბავშვები ქმნიან ზღაპრებსა და ასურათებენ, სწავლობენ სოფლის ფოლკლორსა და კულტურულ მემკვიდრეობას, ეწყობა ლაშქრობები თემის ღირსშესანიშნაობათა გასაცნობად. მასწავლებლებთან ერთად მოინახულეს სამების ტაძრის აღდგენითი სამუშაოები. მე-5 კლასელმა ლიზი გოგსაძემ შეისწავლა სამების ტაძრის ისტორია და მოახდინა თემის „ჩემი სოფლის ტაძრის ისტორია“ პრეზენტაცია,მე-9 კლასელმა დავით ნეფარიძემ კულტურულ მემკვიდრეობაზე ისაუბრა (მასწავლებელი:თეონა მაცაბერიძე), მე-3 კლასელმა ნიკა გოგსაძემ თავის მიერ ილუსტრირებული იგავ-არაკის პერსონაჟები გაგვაცნო, ლიზიმ და დათომ მათ მიერ ილუსტრირებული ზღაპრების ალბომები წარმოადგინეს (მასწავლებელი: ლენა გოგსაძე), მერე კი დათო ნეფარიძეს მიულოცეს საბაზო საფეხურის დამთავრება და მასწავლებლებთან ერთად წარმატებები უსურვეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გასულს, წაიკითხეს ლექსები. ბოლოს, დათომ, ემოციებით დატვირთულმა, სამახსოვროდ, წინასწარ მომზადებული სამადლობელი ტექსტი ჩამოარიგა.
ასე რომ, მაინც ვახერხებთ საინტერესო სასკოლო ცხოვრებით ცხოვრებას“,- წერს ეკატერინე ჭიჭინაძე, სკოლის დირექტორი.

მოსწავლე დავით ნეფარიძემ სკოლას მადლობის წერილი მიუძღვნა. ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ.

„მადლობა მშობლიურ სკოლას!
თითქოს გუშინ იყო, როცა ჩემ უფროს ძმას ადევნებულმა შემოვაღე ველევის სკოლის კარები, გადავშალე დედაენა და შევისწავლე ანბანი, წერა-კითხვა, ველევის სკოლაში გაიხსნა ჩემთვის ცოდნის კარიბჭე, ამ სკოლაში შევაბიჯე ახალ სამყაროში, მას მერე ბევრი წელი გავიდა, ბევრი სკოლაც გამოვიცვალე, მაგრამ ბოლოს მაინც ველევის სკოლას მოვაშურე,    ეს ორი წელი აქ გავატარე. თუ გადავხედავთ ჩემი ცხოვრების განვლილ გზას, არც ერთ სკოლას არ მოუცია ჩემთვის იმდენი, რამდენიც ველევის სკოლამ მომცა, არც ერთი სკოლის მასწავლებლებს არ უზრუნვიათ ჩემს განვითარებაზე ისე, როგორც ველევის სკოლის მასწავლებლებმა იზრუნეს, ამ ორი წლის მანძილზე სიგელებიც მოვიპოვე, სერთიფიკატებიც, დიპლომებიც, რაც მთავარია ვიპოვე ჩემი თავი. ახლა საკუთარი ძალების რწმენით ვტოვებ ამ სკოლას და ახალ ასპარეზზე გავდივარ.
მადლობა თითოეულ პედაგოგს, მადლობა ჩემს პატარა მეგობრებს სკოლის დერეფანში ერთად ცელქობისათვის, მადლობა მშობლიური სკოლის თბილ კედლებს, აქედან გაყოლილი ლამაზი მოგონებებისათვის. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეული ადგილი დავიკავო საზოგადოებაში და ყველგან დავიცვა ჩემი სკოლის ღირსება“,- წერს დავით ნეფარიძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება