| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პარლამენტის განათლების კომიტეტმა წარმოადგინა ანგარიში - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში - გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“. შემუშავებულია 15 რეკომენდაცია, მათ შორის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში დასაქმებული აღმზრდელ-პედაგოგებისთვის ერთიანი სახელფასო პოლიტიკის შემუშავება და მათთვის სადაზღვევო სქემის შეთავაზება:
რეკომენდაციები:
შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რათა სააღმზრდელო დაწესებულებებში აღმზრდელ-პედაგოგისა და აღმზრდელის პროფესიაში შესვლის, პროფესიაში დარჩენის, პროფესიული გაძლიერებისა და კარიერული წინსვლის სქემები შეიქმნას;
გათვალისწინებულია, ამ სქემაზე დაყრდნობით, შრომის ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობის დაწესება - ასევე აქტუალურია არასაკონტაქტო საათების განსაზღვრა;
რეკომენდაციები ითვალისწინებს ადმინისტრაციული პერსონალის, აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიულ გაძლიერებას, მათთვის ტრენინგმოდულების დანერგვასა და შემუშავებას;
შემუშავდეს ბაღებში კვების ორგანიზების, რაციონის კვებითი ღირებულებების რეგლამენტი;
სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი გადამზადდეს კურიკულუმის დანერგვის მიმართულებით;
საბავშვო ბაღებში გაძლიერდეს პატრიოტული სულისკვეთების, ეროვნული ავტორების პოპულარიზაცია;
შეიქმნას და მუდმივად განახლდეს ელექტრონული პლატფორმა, რომელიც სფეროში არსებულ ყველა სიახლესა და რესურსს მოუყრის თავს;
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა და პროფესიულმა კოლეჯებმა უნდა გააძლიერონ ან დანერგონ სკოლამდელი განათლების პროგრამები;
შეიქმნას პროგრამები და ტრენინგმოდულები ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგთა პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ინკლუზიური განათლების მიმართულებით;
ჩატარდეს ტრენინგები სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალთან პირველადი დახმარების აღმოჩენის მიმართულებით.
ასევე ჩატარდეს ტრენინგები, რომლებიც ინკლუზიური განათლების მიმართულებით, მშობელთა მხარდაჭერასა და პერსონალის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება;
გაძლიერდეს შესაბამისი პროფილის დაწესებულებებში ოკუპაციური თერაპევტები კურსები;
შემუშავდეს აღმზრდელებისთვის ჯანმრთელობის დაცვის სპეციალური სადაზღვევო სქემა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას