სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანა კახიძე და დიანა ბერიძე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
24-06-2022
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებმა მშობლიური სკოლის სასახელოდ არაერთ წარმატებას მიაღწიეს.

23 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის „მოსწავლეთა სტიპენდიის“ ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მინდია დიასამიძემ, ოქროს და ვერცხლის მედალოსანი წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. 

მათ შორის, კი წისვლის საჯარო სკოლის სამაგალითო მოსწავლეები ანა კახიძე და დიანა ბერიძე იყვნენ.

„ვულოცავ წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს - ანა კახიძესა​​ და დიანა ბერიძეს ამ წარმატებას; მადლობა დირექციას, პედაგოგებსა და მშობლებს. 

მადლობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას და პირადად ზაზა დიასამიძეს ახალგაზრდების მოტივაციისა და სწავლის წახალისების საქმეში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის.  

მადლობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ ხათუნა დიდმანიძესა მხარდაჭერისათვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების (X-XI-XII კლასი) დაფინანსებას ითვალისწინებდა, რომელთაც საერთო შეფასება 9.8 და მეტი ჰქონდათ. წარმოდგენილი 54 განცხადებიდან, 54-ვე დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2022 წლიდან ამოქმედდა; მისი მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეების, წახალისებისა და პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის ღვაწლის დაფასებას ემსახურება.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება