| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცეს. სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება ჩატარდა.
მათ შორის გაიმართა პროექტის - „ვზრუნავთ მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობაზე“ შემაჯამებელი ღონისძიება, პროექტი გაწერილი იყო ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში.
პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ N3 და N1 საჯარო სკოლები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ტრადიციული სამოსი, კერძები, ცეკვები, სიმღერები.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველას, ვინც ღონისძიებაში იყო ჩართული.
„ფორმების მოძიებასა და სოფლის დარბაზის გამოყენებაში დაგვეხმარა ადგილობრივი თვითმმართველობა, ამისათვის მადლობა მათ. სკოლის დირექციის სახელით მადლობას ვუხდით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტოს ტატიანა კარევას. დირექცია მადლობას უხდის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ლია კოვზირიძეს საინტერესო პროექტის დაწერისა და ორგანიზებისათვის“,- ვკითხულობთ სკოლის დირექციის წერილში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად