სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელი მასწავლებლები ვერ მიიღებენ სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას?
19-06-2022
-
+


სამეურვეო საბჭოს არჩევნების ჩატარებამდე ცოტა დრო რჩება. 20 ივნისს სკოლები თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს წევრებს 3 წლის ვადით აირჩევენ.

სამეურვეო საბჭოს წევრებს დირექტორის არჩევისა და მოხსნის უფლება აქვთ. სწორედ ამიტომ, როგორც დირექცია, ასევე თითოეული მასწავლებელი ინტერესითაა ჩართული თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს დაკომპლექტებაში, თუმცა ყველა პედაგოგს არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სამეურვეო საბჭოს არჩევნებში.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში გაწერილია, რომ „მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით მასწავლებლისათვის გათვალისწინებული ყველა შეღავათითა და უფლებით, გარდა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა“.

რატომ არ აქვს მაძიებელს ხმის მიცემის უფლება? სავარაუდოდ იმიტომ, რომ მას სკოლასთან დროებითი ხელშეკრულება აქვს დადებული. უფრო კონკრეტულად კი მასწავლებელი, მაძიებლის სტატუსით, სკოლაში 2 წელზე მეტი არ უნდა იყოს დასაქმებული. ამ ორი წლის განმავლობაში მაძიებელმა მასწავლებლის კომპეტენცია უნდა დაადასტუროს, ჩააბაროს საგნობრივი გამოცდა და ამავდროულად, წარმატებით გაიაროს მაძიებლის კურსი, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს. თუ ის ყველა ეტაპს წარმატებით გადალახავს, უფროსის სტატუსი მიენიჭება და სკოლასთან თანამშრომლობას ხანგრძლივი ვადით შეძლებს. სტატუსის მიღების შემდეგ კი მასწავლებლის ყველა უფლებით ისარგებლებს.

როგორც აღვნიშნეთ, მაძიებელ მასწავლებელს სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თუმცა სკოლაში მუშაობის განმავლობაში ის მაინც სხვა პედაგოგების თანასწორად ითვლება, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ „პედაგოგიურ საბჭოში ყველა მასწავლებელი და მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით“.

იხილეთ ასევე: ვის ეკრძალება სამეურვეო საბჭოს წევრობა? - არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება