სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ამჟამად იქ ვარ, სადაც შემიძლია ყოველდღიურად განვვითარდე“ - გაიცანით KIU-ს პირველი კურსის სტუდენტი აკაკი მაჭარაშვილი
06-06-2022
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შეუძლია სტუდენტებს მისცეს საერთაშორისო დონის განათლება, აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ განვითარდე -  ასეთ შეფასებას KIU-ს პირველი კურსის სტუდენტი აკაკი მაჭარაშვილი აკეთებს.

როგორც აკაკი გვეუბნება, საკმაოდ აქტიური მოსწავლე იყო და ხშირად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტში. განსაკუთრებით უყვარდა მათემატიკური ოლიმპიადები, რამაც საბოლოოდ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტამდე მიიყვანა.

„2021 წელს ოქროს მედალზე დავამთავრე ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა, რის შემდეგაც KIU-ში 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ჩავაბარე.

სკოლის პერიოდში განსაკუთრებით მაინტერესებდა მათემატიკა. მათემატიკურ ოლიმპიადებში პატარა ასაკიდანვე ვმონაწილეობდი. კომაროვში გადასვლის შემდეგ ამ საგნის მიმართ სიყვარული კიდევ უფრო გამიძლიერდა. სკოლაში სწავლის ბოლო წლები სწორედ საოლიმპიადო მათემატიკას დავუთმე. ჩემი მთავარი მოტივატორი ჩემი ძმა იყო, რომელიც მუდამ გვერდში მედგა და მეხმარებოდა საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნაში.

ბოლო პერიოდში წარმატებას მივაღწიე შემდეგ ოლიმპიადებში:

  • 2021 წელს ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ავიღე ბრინჯაოს მედალი მათემატიკაში (IZhO);
  • 2021 წელს ვიყავი საქართველოს ნაკრების წევრი რუმინეთის მათემატიკის მასტერსზე (RMM);
  • 2020 წელს გახლდით საქართველოს ნაკრების რეზერვისტი მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO);
  • 2020 და 2021 წლებში ვიყავი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებული მათემატიკაში;
  • 2021 წელს მონაწილეობა მივიღე და გავიმარჯვე KIU-ს მიერ ჩატარებულ 2 კონკურსში:
  • მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსი „M ვექტორი“ 
  • KIU Pi-Day Contest“, - აღნიშნავს აკაკი მაჭარაშვილი. 
მისივე თქმით, KIU-მ მალევე მოახდინა შთაბეჭდილება მასზე. იმედი აქვს, პროგრესი, რომელიც ამ ორ წელში განიცადა კიდევ უფრო გაიზარდება.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველად აბიტურიენტობის დროს, KIU Pi-Day Contest-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ვიყავი. KIU-მ მალევე მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება. ვთვლი, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შეუძლია სტუდენტებს მისცეს საერთაშორისო დონის განათლება, აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ განვითარდე. მე კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამირების სწავლა წელს დავიწყე, შემიძლია ვთქვა, რომ KIU-მ ამ ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი ცოდნა მომცა.

დღესდღეობით ჩართული ვარ სხვადასხვა სამეცნიერო პროექტში და სრულად ვკონცენტრირდები პროგრამირებაზე. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დიდი პროგრესი მექნება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამჟამად იქ ვარ, სადაც შემიძლია ყოველდღიურად განვვითარდე “, - გვეუბნება KIU-ს სტუდენტი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება