| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არა მხოლოდ ფორმალურ განათლებას იღებენ, არამედ აქტიურად არიან ჩართულები არაფორმალური განათლების პროექტებშიც.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მერვეკლასელი ერეკლე შარაშენიძე. მე-8ა კლასის მოსწავლემ ქართული ენის ოლიმპიადაში წარმატება მოიპოვა.
ერეკლე შარაშენიძემ „კინგსის“ შემოდგომის სეზონის ქართული ენის ლიგაში ვერცხლის მედალი და დიპლომი დაიმსახურა.
მოსწავლის პედაგოგი ნანა დარასელია გახლავთ.
მოსწავლეს სკოლაში ამ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„წარმატებული მოსწავლე წარმატებული სკოლის საწინდარია. სკოლა ცოდნის ტაძარია, მასწავლებელი კი ანთებული ჩირაღდანი, რომელიც იწვის თავად და სხვას კი გზას უნათებს. სწორედ ასეთი ჩირაღდანივით ანთებული პედაგოგის ნანა დარასელიას მოსწავლეა ერეკლე შარაშენიძე და ვულოცავთ მასაც ამ წარმატებას“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად