სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N14 საჯარო სკოლა საპილოტე პროგრამისთვის შეირჩა
25-05-2022
-
+


ბათუმის N14 საჯარო სკოლა საპილოტე პროგრამის - „უსაფრთხო გზა სკოლისაკენ“, განსახორციელებლად შეირჩა. 

აღნიშნული პროგრამა ბათუმის მერიისა. 

პროექტის მიმდინარეობაში 80-მდე მოსწავლე და მათი მშობლები ჩაერთნენ.

სკოლის მიმდებარე ტერიტორია, მოსწავლეების ჩართულობით, შესაბამისი თემატიკით მოიხატა. დამონტაჟდა დროებითი ბარიერები და საგანგებო ნიშნები. ასევე, მოეწყო საზოგადოებრივი სივრცე როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების პერიოდში შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობაც.

ამ სკოლის მაგალითზე შესაბამისი სახელმძღვანელოს მომზადებაც იგეგმება.

ღონისძიებას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„პროექტი „უსაფრთხო გზა სკოლამდე“ ხორციელდება რეგიონული პროგრამის „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში” (Mobility4Cities), საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MOBYCON-ისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „შავი ზღვის ეკო აკადემიის“ მხარდაჭერით. პროექტი ფინანსდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება