სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უკრაინელი ხალხის გულითადი მადლიერება და მილოცვა ბათუმის N3 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებს
25-05-2022
-
+


ბათუმის N3 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის განსაკუთრებული „ბოლო ზარი“ დაირეკა. მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

ემოციური ფონი ბათუმის უკრაინული დიასპორის მიერ სასკოლო საზოგადოებისადმი გადახდილმა მადლობამ გაამძაფრა. 

დიასპორამ უკრაინელ ხალხთან ერთად მოსწავლეებსა და პედაგოგებს გამოცხადებული მხარდაჭერისთვის ემოციურად მიმართა.

„ბათუმის უკრაინული დიასპორა და უკრაინელი ხალხი უღრმეს მადლობას უხდის ბათუმის N3 საჯარო სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში აქტიური მონაწილეობის მიღებისთვის.

განსაკუთრებით დიდ მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ქალბატონ იანა ჩადუნელს, მისი მხარდაჭერისთვის, საქველმოქმედო და ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციისთვის.

თქვენი მხარდაჭერა და დახმარება არის კეთილსინდისიერების, ღირსების და ულევი სიყვარულის უზარმაზარი მტკიცებულება და არაჩვეულებრივი ღირსების და ადამიანობის მაგალითი მომავალი თაობისთვის.

ჩვენ გისურვებთ თქვენ და თქვენ გუნდს სიკეთეს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, და წარმატებებს.

ყველა თქვენს მოსწავლეს და კურსდამთავრებულებს ვუსურვებთ ბედნიერებას და მშვიდ ცას!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


~




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ეროვნული მემკვიდრეობისა და ქართული ხუროთმოძღვრების შესახებ
 
„წარმატებებს გისურვებთ შემდგომ ეტაპზე! გვჯერა, კვლავაც გაგვახარებთ“
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება