სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შელევა რომ გაგიჭირდება, ისეთი ბავშვები არიან“- სიქთარვის საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური მიმართვა მეთორმეტეკლასელებს
25-05-2022
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს.

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, გზა დაულოცეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს. მოსწავლეებმა კი, თავის მხრივ, პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

„სიქთარვის საჯარო სკოლის ახალ შენობაში მეორე ბოლო ზარია, მეორე წელია, რაც კურსდამთავრებულებს ვაცილებთ. წვიმის მიუხედავად, ვეცადეთ, გაგველამაზებინა მათთვის გარემო.

შელევა რომ გაგიჭირდება სკოლიდან, ისეთი ბავშვები არიან ესენი...არც ველევი, ჩემს გულში რჩებიან, ჩემს ფიქრებში, ჩემ გვერდით. სკოლის წარმატებით დამთავრებას გილოცავთ, ჩემებო, საამაყო და ბედნიერი უნდა იყოს თქვენი მომავალი“,- ასე მიულოცა ეს მნიშვნელოვანი დღე სკოლის დირექტორმა ია კვატაიამ კურსდამთავრებულებს.

სკოლაში იმედოვნებენ, რომ მათი წარმატებით მომავალშიც იამაყებენ.

„ამ ლამაზმა გოგო ბიჭებმა წელს სკოლა დაამთავრეს. როგორც მათი კლასის დამრიგებელი, მედეა მიქავა, ძალიან ხშირად იტყოდა, მართლა გამორჩეული კლასი იყო წესიერებით, ზრდილობით, ადამიანობით, პასუხისმგებლობით, სწავლით...ვულოცავთ თითოეულ მათგანს და ვლოცავთ მათ მიერ გასავლელ გზას ...ბედნიერი და საამაყო მომავალი, ბავშვებო ...ეამაყებით და უყვარხართ თქვენს სკოლას“, - აღნიშნულია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება