სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მადლობა მათ, ვინც შეულახავ, შეუბღალავ ტრადიციებს იცავდა და თაობიდან თაობას გადასცემდა“-ზანის სკოლის წარმომადგენლ რიმა გაწერილიას მილოცვა საქართველოს
25-05-2022
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლის წარმომადგენელი რიმა გაწერილია, სკოლის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყველას ულოცავს. 

წერილში ის ამ დღის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს და ყველა იმ ადამიანს უხდის მადლობას, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში წვლილი შეიტანა.

„ზანის საჯარო სკოლის სახელით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს!
მე, როგორც ჩემი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი, ღირსეული მოქალაქე პირველ რიგში მინდა თაყვანი ვცე და პატივი მივაგო მათ ხსოვნას ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა ერის ღირსებას და ქვეყნის დიდებას.
„დიდება, ხალხისთვის წამებულ რაინდებს, ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა..!“
აქვე, მინდა მოვიხსენიო ახლახან, მდინარე ენგურის აზვირთებული ტალღების მსხვერპლი საქართველოს ოთხი მოქალაქე, რომლებიც ბედის უკუღმართობამ თუ უბედობამ აიძულა ნებსით საკუთარი განაჩენისთვის ხელი მოეწერათ. მათ ხსოვნას წმინდა სანთელი!
მადლობა მათ, ვინც შეულახავ, შეუბღალავ ტრადიციებს იცავდა და თაობიდან თაობას გადასცემდა; ვინც საკუთარი მხრებით ზიდა, მოუარა და ჩვენ ჩაგვაბარა ის ვეებერთელა ოქრო-ბაჯაღლო, რასაც ჩვენი სამშობლო - საქართველო ჰქვია.
დამოუკიდებლობის დღე მინდა მივულოცო ჩემი მრავალტანჯული სამშობლოს ყოველ კუთხე-კუნჭულში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ჩავაღწიო მიყრუებულ სოფელში, ჩავიდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც თვიდან თვემდე ითვლიან კაპიკებს, მუშურ-გლეხურ წარმომადგენლობას, ახალგაზრდობის აღზრდის ფერხულში ჩართულთ, მოსწავლეებს... მათი ჩათვლით, ვისაც ქვეყნის სადავეები უკავიათ. ერთი სიტყვით ყველას, ნებისმიერ პოზიციაზე მყოფთ, სათავეში თუ ბოლო რიგში, აღიარებულს თუ მოდიდან გასულს, კრიზისულ მდგომარეობაში თუ პანდემიის პიკზე მყოფთ, ღირებულებების შემფასებლებს, თუ გადამფასებლებს, თვალუწვდენელ ჰორიზონტზე მდგარ - სამშობლოს სადარაჯოზე მდგართ. ნებსით, თუ უნებლიედ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ „საშოვარს გადაყოლილ, გათითოკაცებულ“ ჩვენს მოქალაქეებს.
სიძნელეების მიუხედავად, ვიაროთ წინ, არ შევუშინდეთ დაბრკოლებებს, ხელი მოვუმართოთ ჩვენს უკან რიგში მდგომს და არ დავივიწყოთ; „ვისი გორისანი ვართ! “, ჩვენი აღსასრულებელი მისია - „მოვუაროთ, მოვუაროთ საქართველოს!“
ვისურვებდი, ყველამ თავისი საკეთებელი აკეთოს დაუზარელად, დაუყვედრებლად; ყოველი ღონე და მცდელობა გამოვიყენოთ, რათა ჩვენს მომავალს გზად და ხიდად გამოვადგეთ...
დაე, მარად დაგვნათოდეს უღრუბლო ცა, ლაპლაპებდეს კრიალა ზღვა, ჩვენი სამშობლოს თავზე მუდამ ფრიალებდეს ხუთჯვრიანი, ბოლნურ-კაცხური ზოგადქრისტიანული დროშა და გვამხნევებდეს სახელმწიფო გერბზე, მსოფლიოში 14 ანბანთა შორის ერთ-ერთი უძველესი, მხედრული ანბანით დაწერილი დევიზი „ ძალა ერთობაშია! “
დიდი ბოდიში, თუ შეგაწუხეთ,
მოგიწყინენით სმენა, ანადა ხედვა,
რადგან მარტინი ლუთერის - „ აქა ვდგავარ და
სხვაგვარად არ ძალმიძს! “ - მივიღე ჩემად“,- წერს სკოლის წარმომადგენელი რიმა გაწერილია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას

გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება