სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლაში წიგნების მოყვარული მოსწავლეებისთვის საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
25-05-2022
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლა საბაზისო განათლების სხვადასხვა პროგრამაში აქტიურად არის ჩართული.

ამ ეტაპზე პროექტი - „წიგნის მეგობრები“ მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი 3 შეხვედრა იყო დაგეგმილი.

24 მაისს, „წიგნის მეგობრების“ კლუბის მესამე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი გახელაძე და საბავშვო მწერალი და ჟურნალ „შოკოლიტის“ მთავარი რედაქტორი ირმა მალაცაძე უძღვებოდნენ.

სკოლის მხრიდან კი პროექტს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნინო ანთაძე ხელმძღვანელობდა.

პროექტში II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები. 

„- უნდა აღვნიშნო, რომ თავიდან კლუბში ჩავწერეთ 10-12 მოსწავლე, მაგრამ ისეთი გამოხმაურება მოჰყვა პირველ შეხვედრას, მეორე დღეს იმდენივე მოსწავლე მოვიდა ხვეწნით, „მასწავლებელო, ჩვენც გვინდა კლუბშიო“ კლუბის წევრების რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, რამდენიმე ცნობისმოყვარე ბავშვი მსმენელად შემოგვიერთდა. 

პროექტის ფარგლებში ბავშვებმა ისწავლეს:

საბავშვო მოთხრობის ან ზღაპრის შექმნა, პერსონაჟების შერჩევა სახალისო მეთოდით;
საკუთარი საავტორო წიგნის შექმნა, რედაქტირება, ილუსტრირება, აკინძვა, გამოცემა.
ულამაზესი წიგნებიც შექმნეს, რომლებსაც ილიას უნივერსიტეტში გავგზავნით გამოფენაზე.
ისწავლეს რა არის პუბლიცისტიკა, როგორ იქმნება საბავშვო ჟურნალები და ჟურნალის სხვადასხვა რუბრიკები.
მოიფიქრეს სახელი: ჟურნალი- „განთიადის მომავალი“ და რუბრიკები.
უახლოეს მომავალში საკუთარ ჟურნალსაც გამოვუშვებთ და იმასაც უნივერსიტეტში გავგზავნით გამოფენაზე. 

შეხვედრისთვის თვრამეტივე მონაწილემ წაიკითხა ასტრიდ ლინდგრენის „მიო, ჩემო მიო“.

შეხვედრაზე ქალბატონმა ირმამ ბავშვებს გააცნო ასტრიდ ლინდგრენი, მისი ბავშვობა, ცხოვრების გზა, შემოქმედება. როგორ იქმნებოდნენ მისი პერსონაჟები ასევე, ვირტუალურად დაათვალიერეს ასტრიდის მუზეუმი შვედეთში - სტოკჰოლმში.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა სახალისო ვიქტორინა. ბავშვები განაწილდნენ ორ ჯგუფად და ძალიან აქტიური შეჯიბრი დასრულდა შედეგით 9:9.

იყო ბევრი სიგელები, ფოტოები, ემოციები, განათებული სახეები, აფართქალებული გულები...

მადლობა პროე„ტის ავტორებს! მადლობა ქალბატონ ირმას! მადლობა ბატონ გიორგის! მადლობა ბავშვებს! 

პ.ს. ვინ იცის... იქნებ ჩვენს პატარა სოფელში მომავალი საოცარი მწერალი გვეზრდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება