სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შულავერის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი აქტივობები განხორციელდა
25-05-2022
-
+


რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები დაიგეგმა და განხორციელდა:

  • გარემოსდაცვითი ბანერების დამზადება;
  • რომან ზოიძის სახელობის სკვერის განახლება, საბურავებისგან საყვავილეების დამზადება, მარადმწვანე მცენარეების დარგვა;
  • სკოლის ტერიტორიაზე არსებული ხეების დაბარვა / მორწყვა;
  • დარგე, შენი კლასის სახელობის ერთი ხე, მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლებთან ერთად დარგეს სკოლის ეზოში 10 კვიპაროსის ხე, რომლის მოვლა - პატრონობაზე თავადვე იზრუნებენ;
  • დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ვაჟა-ფშაველა ბუნების ქომაგი“ (მოსწავლეებმა სცენაზე წარმოადგინეს ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხედვით „შვლის ნუკრის ნაამბობი“. წაიკითხეს ლექსები, უმღერეს ბუნებას, დამსწრე საზოგადოებას ბუნებაზე ზრუნვა მოუწოდეს);
  • დაასუფთავეს სკოლა და მისი მიმდებარე ტერიტორია;
  • მიიღეს მონაწილეობა ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში გამართულ დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში, სადაც მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემატიკაზე წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. კონფერენციის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები სკოლის ეზოში ნერგების დარგვაში მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ლიდერობის მიმართულებით ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ხორციელდება.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება