სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იყო ღიმილი, იყო იუმორი, იყო ბედნიერების ცრემლი“... - აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს
24-05-2022
-
+


აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში. კურსდამთავრებულებისთვის, „ბოლო ზარი“ დაირეკა. მოსწავლეები უსაყვარელს პედაგოგებს დაემშვიდობნენ, იყო თეთრ პერანგებზე წაწერილი კეთილი სურვილები და რა თქმა უნდა ემოციების ზღვა, რასაც სევდანარევი სიხარულის ცრემლები უფრო ამძაფრებდა. ამ დღეს მე-12 კლასელები მშობლიურმა სკოლამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გააცილა.

„აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში ორწლიანი (პანდემიასთან დაკავშირებული) პაუზის შემდეგ კვლავ აჟრიალდა სკოლის კედლები, კვლავ გალამაზდა სხვადასხვა ფერებით დარბაზი. 2021 -2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთა გამოსაშვებმა ღონისძიებამ ხალისი და მომავლის იმედი შეჰმატა ყველას.

აფრინდნენ ბუდიდან ბარტყები, აფრინდნენ და გადაინაცვლეს ცხოვრების სხვა ეტაპზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მათი მომავლის განსაზღვრისათვის.

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ბედნიერი ღიმილით მოცეკვავე წყვილები. სკეტჩების მონაწილეები... იყო ღიმილი, იყო იუმორი, იყო ბედნიერების ცრემლები... პატარებმა კი უფროსი მეგობრები გააცილეს ლამაზი სიმღერით.

ვულოცავთ სკოლის კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას  და ვუსურვებთ წარმატებულ მომავალს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება