| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წამყვანობისა და მენტორობის მსურველმა მასწავლებლებმა პროფესიული უნარების გამოცდისთვის სხვა თეორიულ მასალასთან ერთად კანონმდებლობაც უნდა დაისწავლონ.
პედაგოგებისთვის დამხმარე ლიტერატურა, რომლითაც საგამოცდოდ უნდა მოემზადონ, დიდი ხანია, ცნობილია. მათ შორისაა 13 საკანონმდებლო აქტი, რომელშიც სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლები უნდა ერკვეოდნენ:
მასწავლებლებს აინტერესებთ, რატომაა პროფესიული უნარების საგამოცდო ლიტერატურაში მითითებული კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხები. მათ კითხვით - დასჭირდებათ თუ არა გამოცდაზე ზოგადი განათლების სისტემასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსაც მიმართეს.
„საგამოცდო ტესტში შეიძლება იყოს მოცემული დავალება კანონმდებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს შეეხება მხოლოდ ზოგად განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს და არ გასცდება მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებს“, - განაცხადეს ცენტრის წარმომადგენლებმა.
სტატუსის ამაღლების მსურველთა დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ