სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლები ვალდებულნი არიან აჩვენონ ყოველწლიური პროგრესი
23-05-2022
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ზოგადი განათლების რეფორმის დეტპარტამენტის განმარტებით, სკოლის ავტორიზაცია ერთის მხრივ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურაა, მეორე მხრივ კი ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომელმაც უნდა შექმნას სკოლაში ხარისხზე ორიენტირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა.

ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები შეეხება სკოლის ფილოსოფიას, სასკოლო კურიკულუმს, მისი განხორციელებისათვის საჭირო რესურსებს და მოსწავლეთა მხარდაჭერას. სტანდარტები თავისი ბუნებით ორიენტირებულია განვითარებად შედეგებზე და განსაზღვრავს ჩარჩოს სკოლის ეფექტიანი წინსვლისთვის. ავტორზაციის პროცესი ითვალისწინებს სტანდარტებთან შესაბამისობის ოთხ დონეს: სრული შესაბამისობა, მეტწილი შესაბამისობა, ნაწილობრივი შესაბამისობა, შეუსაბამობა.

ავტორიზაციის დებულებით განისაზღვრება თუ რომელ სტანდარტთან მიმართებით შესაბამისობის როგორი დონე უნდა აჩვენოს სკოლამ ავტორიზაციის მისაღებად. ნაწილობრივი ან მეტწილი შესაბამისობის შემთხვევაში სკოლები ვალდებულნი არიან აჩვენონ ყოველწლიური პროგრესი, ხოლო სრული შესაბამისობის შემთხვევაში დაგეგმონ მიღწევათა შენარჩუნებაზე ორიენტირებული მიდგომები, რასაც ხარისხის ცენტრი მონიტორინგის გზით გაუწევს ზედამხედველობას.

ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების მთავარი ინსტრუმენტი თვითშეფასებაა. ამისათვის ახალ სტანდარტებთან ერთად ინერგება სკოლის თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა, სკოლები ვალდებულნი ხდებიან თავიანთი განვითარების წლიური გეგმები თვითშეფასების შედეგებს დააფუძნონ. აღნიშული პლატფორმა ასევე საშუალებას იძლევა ავტორიზაციის პროცესში სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად ჩართოს სასკოლო საზოგადოება: მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი.

თვითშეფასების ობიეტურობისთვის სკოლებს გარე მხარდაჭერას უწევენ ხარისხის ცენტრის მიერ სერტიფიცირებული ზოგადი განათლების ხარისხის სპეციალისტები;

ახალი სტანდარტების ამოქმედებამდე ავტორიზებულ სკოლებს არ მოუწევთ ხელახალი ავტორიზაციის გავლა და ისარგებლებენ ავტორიზებული დაწესებულების სტატუსით ავტორიზაციის დარჩენილი ვადით. თუმცა მათ ეძლევათ გონივრული ვადა, 2024 წლის ჩათვლით, რათა შესაბამისობაში მოვიდნენ ახალი სტანდარტების მოთხოვნებთან და ამის შესახებ განახორციელონ ცენტრის ინფორმირება თვითშეფასების წარდგენის გზით. გარდამავალ პერიოდში ყველა დაწესებულება თანაბრად ისარგებლებს ცენტრის მხარდამჭერით, მათ შორის საკონსულტაციო სერვისებით.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება