სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვიყვარხართ, გვეიმედებით და გვეამაყებით!“ - სორმონის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა
20-05-2022
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

„20 მაისი - უჩვეულო დღე ჩვენს სკოლაში... დღეს ყველაფერი სხვანაირად ბრწყინავდა, დიდსა თუ პატარას განსხვავებული ემოცია და მღელვარება ეტყობოდა, ერთმანეთის სითბო, სიყვარული, მოფერება და პატივისცემა - ნაცნობი, ჩვენებური. განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იქცევდნენ ყურადღებას, რომლებსაც ცრემლნარევი ღიმილით, ყველა ესალმებოდა და ულოცავდა დღევანდელ დღეს. ესენი ჩვენი მეთორმეტე კლასელები, ჩვენი კურსდამთავრებულები არიან.

გილოცავთ, შვილებო, სკოლის დამთავრებას. ღმერთმა დაგილოცოთ ცხოვრების ახალი გზის ბილიკები, ღირსეული მამულიშვილები და ნამდვილი ქართველები იყავით ჩვენდა საიმედოდ. წარმატებები და წარმატებები არ მოგაკლოთ ღმერთმა. გვიყვარხართ, გვეიმედებით და გვეამაყებით!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება