სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

„მოსწავლეები უკრაინელ ბავშვებს ძალიან თბილად და ემოციურად შეხვდნენ“-  ბათუმის N20 საჯარო სკოლის დირექტორი უკრაინულენოვანი სექტორის გახსნაზე საუბრობს
18-05-2022
-
+


ბათუმის N20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. 

მოსწავლეები განათლებას მშობლიურ ენაზე მიიღებენ.

სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად გახსნა.

გახსნის ცერემონიას საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი დაესწრო.

სკოლის დირექტორი თეა დავითაძე Etaloni.ge-ს უკრაინული სექტორის გახსნის შესახებ ესაუბრა.

- რატომ შეირჩა თქვენი სკოლა უკრაინული სექტორის გასახსნელად?

- ჩვენი სკოლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შეირჩა. ძალიან ბევრი კრიტერიუმი გაითვალისწინეს, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, ხელმისაწვდომობა, მდებარეობა. ზოგადად, ჩვენი სკოლა მეორე ცვლაში არ არის გადატვირთული და საკლასო ოთახების რაოდენობამ, ამ ეტაპზე, შესაძლებლობა მოგვცა, რომ უკრაინული სექტორი გახსნილიყო.

- რას ნიშნავს ბათუმის N20 საჯარო სკოლისთვის, ატარებდეს ქართულ-უკრაინული სკოლის სტატუსს?

- არამხოლოდ ჩვენი სკოლისთვის, არამედ, მგონი, ყველა ქართველი ადამიანისთვის, ამ რთულ ვითარებაში, უკრაინელების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა, ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, უკრაინელი მოსწავლეები თავიანთ მშობლიურ ენაზე მიიღებენ განათლებას, რაც ძალიან კარგია.

- რამდენი მასწავლებელი ასწავლის უკრაინელ ბავშვებს?

- ამ ეტაპზე, ჩვენ 8 მასწავლებელი გვყავს: 4 კლასის დამრიგებელი, ინგლისურის, ხელოვნებისა და ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგები.

- რამდენი მოსწავლე ჩაირიცხა და ზოგადად, რამდენის მიღების შესაძლებლობა აქვს სკოლას?

- ჩვენ ახლა 79 მოსწავლე მივიღეთ, მაგრამ ეს პროცესი იმდენად ცვლადია, რომ მოსწავლეთა რაოდენობა იზრდება. შეძლებისდაგვარად, რა საჭიროებაც იქნება, ყველა მოსწავლეს მივიღებთ. ჩვენ ყველა განცხადებას ვიტოვებთ და ვნახოთ რა იქნება. უკრაინული სექტორის საჭიროება იყო და ამიტომაც გაიხსნა.

- რა ემოციებით დახვდით უკრაინელ ბავშვებს, როგორი განწყობაა ადგილობრივ მოსწავლეებში და რას გეგმავთ სამომავლოდ ამ მიმართულებით?

- ჩვენი მოსწავლეები უკრაინელ ბავშვებს ძალიან თბილად და ემოციურად შეხვდნენ. სკოლაში მათ სხვადასხვა საჩუქარი დავახვედრეთ. უკრაინელების ინტეგრაციის მიზნით, სპორტულ აქტივობებსა და არაფორმარული განათლების მხრივ, კლუბებში მუშაობას ვგევმავთ. ეს ყველაფერი დამუშავების პროცესშია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება