| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ფორმების შემოღების საკითხთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ ჟურნალისტებთან რამდენიმე განმარტება გააკეთა და ისიც დასძინა, რომ „დიზაინი უკვე დადასტურებულია“.
„დეტალებზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ არა მარტო ფორმების დიზაინია უკვე დადასტურებული, ასევე, შეკვეთის ფორმატიც მიმდინარეობს. ვადები ძალიან შემჭიდროებული გვაქვს - საუბარია საკმაოდ დიდ რაოდენობაზე. შესაბამისად სამინისტროს გარკვეული სამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობენ.
ამაში, მათ შორის ადგილობრივი კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, ნებისმიერი მათგანი, რომელიც კანონმდებლობით შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რასაც სახელმწიფო წარუდგენს. გვინდა, რომ ინტენსიურად იყოს ჩართული პროფესიული სასწავლებლები ამ ნაწილში. ვგეგმავთ, რომ ბევრი საინტერესო შეთავაზება იყოს სახელმწიფოს მხრიდან.
სოციალური მიმართულებით სახელმწიფო სრულად დააფინანსებს ფორმების ნაწილს. რაც შეეხება კონკრეტულ ფასს, ამ შემთხვევაში, გამიჭირდება ზუსტი ფასის დადგენა, მაგრამ გაცილებით უფრო შეღავათიანი იქნება იმასთან, რაც სტანდარტულად მშობლებს უჯდებათ სასწავლო წლის დაწყებისას“,- აღნიშნა გაბისონიამ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას