სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლის პასუხისმგებლობა იწყება იქ სადაც არჩევანია“ - სპეთის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი ნინო ჭიტაძე
09-03-2026
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი სპეთის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი​ ნინო ჭიტაძე მომავალი თაობის ხარისხიან განათლებას უყრის საფუძველს. მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებულ საინტერესო და სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობს და წარმატებისკენ უბიძგებს. 

თავად პედაგოგების ოჯახში გაიზარდა და კარგად ესმის მასწავლებლის როლი ერუდირებული და ღირსეული საზოგადოების ფორმირებაში. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი სპეთის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი​ ნინო ჭიტაძე პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- მათ ვაძლევ არჩევანის უფლებას და თავად იღებენ გადაწყვეტილებას, ის, უნდა თუა არა, ხდება თავის არჩევანზე პასუხისმგებელი. ჩემი აზრით, პასუხისმგებლობა იწყება იქ სადაც არჩევანია. ასევე სისტემატიურად ვუმეორებ პატარებს, რომ შეცდომის დაშვება არ არის პრობლემა, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, გავასწოროთ ერთად შეცდომები. შეცდომებზე ვისწავლოთ როგორ მოვიქცეთ მომავალში.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- შინაგანი და გარეგანი მოტივაცია, ურთიერთ მხარდამჭერი გარემო. მე, როგორც დაწყებითი კლასების მასწავლებელი ჩემზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც მევალება „ცოდნის სამყაროში“ ხალისით და სიყვარულით ვამოგზაურო პატარა
აღსაზრდელები, შევქმნა მათთვის სახალისო აქტივობები, დავგეგმო მათზე მორგებული და სახალისო სასწავლო პროცესი. რაც მათში შინაგან მოტივაციაც წინ წამოწევს, რა შემდგომში განაპირობებს ალბათ, მათ წარმატებას.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- უვითარებდეს უნარს, რომელითაც ამ ცოდნის გამოყენებას შეძლებს რეალურ ცხოვრებაში.

-  მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- მეგობრული გარემო უპირველეს ყოვლისა ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და ხელს უწყობს ჯანსაღი სასწავლო პროცესის წარმართვას.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- აქტივობები არის მოსწავლეზე მორგებული, სახალისო, თვალსაჩინო და არა ერთფეროვანი.

-  უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....

- ვფიქრობ არის კომუნიკაცია. თუ მოსწავლე გახსნილია, მასთან ურთიერთობა და სწავლა-სწაცლება უფრო ადვილია.

-  ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- უპირველესად იმან, რომ მე დავიბადე და გავიზარდე პედაგოგების ოჯახში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება