| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა მოწოდებულია ქვეყანას განათლებული და ღირსეული თაობა აღუზარდოს.
მისი თქმით, სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას, არამედ ზრუნავდეს მის პიროვნულ განვითარებაზე, ეხმარებოდეს მიზნების მიღწევაში და ასწავლიდეს პასუხისმგებლობას.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა პასუხობს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- ვუსმენთ ყურადღებით, პატივს ვცემთ მათ აზრსა და შეხედულებას, ვაძლევთ არჩევანის საშუალებას.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- ჩვენი მხრიდან უპირობო მხარდაჭერა, მათი შრომის შეფასება და დაფასება.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ...
- ეხმარებოდეს დასახული მიზნისკენ სწრაფვაში, ასწავლიდეს საკუთარ შეცდომებზე მუშაობას, პასუხისმგებლობას ნებისმიერ საქმესთან მიმართებით.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან..
- ხელს უწყობს თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას, მოქალაქეობრივი ცნობიერების
ამაღლებას.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- მოსწავლე აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესში, აქვს აზრის გამოხატვის, არჩევანის შესაძლებლობა.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს ...
- გახლავთ პასუხისმგებლობის, თანამშრომლობის, გუნდურობის გამოვლენა.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- უპირველესად, ოჯახმა, მერე კი ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა. მათ მიმართ მადლიერების განცდა არასოდეს გამინელდება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად