სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეროვნულებზე საგანში გადასალახი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი“ ცნობილია - ბრძანება პროფესიულ პროგრმებზე სტუდენტთა მიღებას ეხება 
04-03-2026
-
+


განათლების მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, როგორ ჩაირიცხებიან აბიტურიენტები პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით. გამონაკლისია „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნების დეტალური სფეროს და სპორტის დეტალური სფეროს პროგრამები“.

როგორ გამოანგარიშდება მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა? - ბრძანებაში ვკითხულობთ:

„პროგრამისათვის განსაზღვრულ პროფესიულ სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობას აკლდება ამ პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა და მიღებული სხვაობა ემატება ამ პროგრამაზე 2026 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით დამამთავრებელი პროფესიული სტუდენტების რაოდენობას“.

რაც შეეხება კომპეტენციის ზღვარს პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვისას, ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელებმა უნდა მოაგროვონ საგანში გამსვლელი მინიმალური ქულების ნახევარი და მეტი:

„საგანში აბიტურიენტის მიერ გადასალახი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით შესაბამისი საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ნახევარზე მეტს“.

ეს რეგულაცია შარშან მოქმედი რომ ყოფილიყო, როდესაც მაგალითად ქართულის გამოცდაზე, ტესტის მაქსიმალური ქულა 60, მინიმალური ზღვარი კი 25 პროცენტი, ანუ 15-ზე მეტი ქულა გახლდათ, პროფესიულ პროგრამაზე ჩასარიცხ აბიტურიენტებს,  ქართულში 7.5-ზე მეტი ქულა უნდა მოეგროვებინათ (რადგან ამ ეტაპზე უცნობია 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულები და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, კონკრეტული ქულების გამოთვლა შეუძლებელია).


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება