სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც კეთილი, ზრდილი და ემპათიური ადამიანები ყალიბდებიან“- ქუთაისის N4 სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე
05-03-2026
-
+


ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში საკუთარ გამოცდილებასა და დაკვირვებებზე დაყრდნობით გვიზიარებს ხედვას, თუ როგორ შეიძლება სკოლამ ხელი შეუწყოს მოსწავლის წარმატებას, მის დამოუკიდებელ აზროვნებასა და ჰარმონიულ განვითარებას. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს არჩევანი. ასეთი მიდგომა აძლიერებს მის უნარებს, გააანალიზოს საკუთარი გადაწყვეტილების შედეგები, დაფიქრდეს შეცდომებზე და გამოასწოროს ისინი. გარედან მიწოდებული წესები ვერასოდეს იქნება ისეთი ეფექტური, როგორც პირადი გამოცდილება. 

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- მისი ინიციატივის დანახვა და დაფასება, შექება კარგად შესრულებული სამუშაოსთვის. მოსწავლის ზრდასა და განვითარებას  მნიშვნელოვნად უწყობს ხელს წარუმატებლობის დადებით ჭრილში დანახვა, რომელიც ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და გონიერი ადამიანისთვის  ფასეული გაკვეთილია. 

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- ხელს უნდა უწყობდეს მის ემოციურ განვითარებას. სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც კეთილი, ზრდილი და ემპათიური ადამიანები ყალიბდებიან, რადგან საბოლოოდ ყველანაირ  ცოდნას ფასი ეკარგება, თუ პიროვნებას  ზემოთ აღნიშნული თვისებები არ აქვს. 

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- ასეთი გარემო სკოლაში ქმნის უსაფრთხო და კომფორტულ ატმოსფეროს, სადაც თითოეულ მოსწავლეს შეუძლია თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და შესაძლებლობები. მეგობარი ემოციური მხარდაჭერის წყაროა. რთულ მომენტებში თანაკლასელისგან  მიღებული გამხნევება და დახმარება ამცირებს სტრესს და ზრდის თავდაჯერებულობას. 

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- გაკვეთილზე მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან და მაგალითებთან არის დაკავშირებული, ასე ბავშვები უკეთ შეიმეცნებენ. ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მასწავლებელმა გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდები და თვალსაჩინოებები. 

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...

- არის კრიტიკული აზროვნება. ეს უნარი გვეხმარება ინფორმაციის გააზრებაში, ანალიზსა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი არ ექცევა ბრმა გავლენების ქვეშ, შეუძლია  რისკის გათვლა,  სიტუაციისა თუ საკითხის  შეფასება სხვადასხვა მხრიდან, რაც ზრდის სწორი დასკვნის გამოტანის ალაბათობას. ესაა უნარი, რომელიც ადამიანს ეხმარება ეფექტურად გადაჭრას სასკოლო ცხოვრებასა თუ ყოველდღიურობაში წარმოქმნილი პრობლემები. 

-  ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- რწმენამ, რომ ნებისმიერი ბავშვი იმსახურებს მიიღოს ის გამოცდილება, რომელსაც მისი თანატოლები იღებენ.  გამიჩნდა სურვილი, ვყოფილიყავი ადამიანი, რომელიც მათ ამ გზაზე მხარდაჭერას გაუწევდა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება