| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამერიკელი მასწავლებელი, რომლის მოსწავლეთა შორის იყვნენ - მსახიობი რობინ უილიამსი, ასევე კომპანია Microsoft-ის ყოფილი გენერალური დირექტორი და Los Angeles Clippers-ის მფლობელი სტივ ბალმერი, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, თითქმის 70-წლიანი უწყვეტი პედაგოგიური საქმიანობის გამო. როგორც New York Post წერს, ის პენსიაზე გასვლას არ გეგმავს.
90 წლის ბევერლი ჰანეტ-პრაისი, მიჩიგანის შტატიდან, ინგლისური ენის მასწავლებელია კერძო სკოლაში - Detroit Country Day School. მისი პედაგოგიური საქმიანობის საერთო ხანგრძლივობა 67 წელს შეადგენს. ათწლეულების განმავლობაში ჰანეტ-პრაისმა ათასობით მოსწავლის ცხოვრებაზე იქონია გავლენა. დღეს კი პედაგოგი ოფიციალურად დასახელდა მასწავლებლად, რომელსაც უცხო ენებისა და ენობრივი დისციპლინების სწავლების ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.
როგორც სკოლის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მისი მიღწევა ასახავს არა მხოლოდ პროფესიული საქმიანობის უნიკალურ ხანგრძლივობას, არამედ იმ გავლენის მასშტაბსაც, რომელიც მან მოსწავლეებზე მოახდინა - მისმა აღზრდილებმა კი წარმატებას მიაღწიეს ხელოვნების, ბიზნესისა და კულტურის სფეროებში.
გინესის რეკორდების წიგნმა დაადასტურა, რომ 67-წლიანი პედაგოგიური საქმიანობის მანძილზე ბევერლი ჰანეტ-პრაისს სწავლება არ შეუწყვეტია. ის ინგლისური ლიტერატურის მაგისტრის ხარისხის მფლობელია, კარიერა კი დაიწყო 1958 წელს კოლეჯის - Albion College დამთავრების შემდეგ. სხვადასხვა წლებში ასწავლიდა ალაბამასა და ფლორიდის სკოლებში, სანამ საკუთარ ცხოვრებას დიდი ხნით Detroit Country Day School-ს დაუკავშირებდა.

თავად მასწავლებელმა აღნიშნა, რომ მთელი კარიერის განმავლობაში სკოლა არც ერთხელ არ დაუტოვებია, არასდროს სდომებია პროფესიის შეცვლა და ამ დრომდე არ გეგმავს პენსიაზე გასვლას. მან ხაზი გაუსვა, რომ უყვარს სკოლა, სწავლების პროცესი და ახარებს, რომ ბავშვებისთვის განათლების მიცემის შესაძლებლობა აქვს.
რეკორდის მინიჭების შესახებ მან შეიტყო სკოლის ასამბლეის დროს, რომელიც სიურპრიზამდე ჩვეული სასკოლო ღონისძიება ეგონა.
სკოლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ შეკრების ნამდვილი მიზეზი ბევერლი ჰანეტ-პრაისის მიღწევის ოფიციალური აღიარება იყო. ცერემონიაზე კი სხვადასხვა ქალაქიდან ყოფილი მოსწავლეები ჩავიდნენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ