სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სემესტრულად 250-ლარიანი სტიპენდია გაიცემა - მუნიციპალური ბიუჯეტი
06-03-2026
-
+


წარჩინებული სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა 91-100-ს შეადგენს სტიპიენდიას მიიღებენ - აღნიშნული ცვლილება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს ეხება.

საკრებულოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ სტიპენდია გაიცემა სემესტრულად და სტუდენტი, რომელიც გათვალისწინებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებას, ხუთი თვის განმავლობაში, თვეში 250-ლარიან სტიპენდიას მიიღებს.

სრული ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტებისა და ვადების შესახებ, იხილეთ ბმულზე

ტიპენდია გაიცემა სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) განცხადების წარდგენის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო 5 წლის განმავლობაში  რეგისტრირებულია  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში; გ) არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისის სტუდენტი (ბაკალავრიატი); დ) განცხადების წარდგენის მომენტისთვის აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი (გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და სხვა საფუძვლით არა აქვს შეჩერებული ან შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი); ე) შესაბამისი სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში საბოლოო შეფასება აქვს (A) ფრიადი – 91-100 ქულა. მათ შორის საუკეთესო ქულების მქონე 30 სტუდენტი;

სტიპენდია გაიცემა  აკრედიტებული უმაღლესი საგანამნათლებლო დაწესებულების  30 წარჩინებულ საუკეთესო სტუდენტზე სემესტრის განმავლობაში. თანაბარი ქულების შემთხვევაში  დადგენილ კვოტებზე დამატებით გამონაკლისის სახით შეიძლება დაემატოს, თუ შედეგად თანაბარი ქულების მქონე ორი ან მეტი სტუდენტია.

სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა, შესაბამისი სემესტრის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს განცხადება და შემდეგი დოკუმენტები:

ა) განაცხადება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

გ) სტუდენტის პირადი საბანკო რეკვიზიტები;

დ) სტუდენტის ცნობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან (იუსტიციის სახლიდან/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან);

ე) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის შემთხვევაში, ცნობა დოკუმენტი  დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ  ,უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან;

ვ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის  სტატუსის შესახებ,სემესტრის განმვალობაში გავლილი ყველა სალექციო კურსისა(საგანი) და აკადემიური  მოსწრების ქულების მითითებით(მატერიალური დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერით და სველი ბეჭდით დამოწმებული,ხოლო ელექტრონულად წარმოდგენის  შემთხვევაში ელექტრონული ხელმოწერით ან ელექტრონული შტამპის დამოწმებული);

ზ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ თანხმობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება