სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩვენი მიზანია აღვზარდოთ განათლებული და ღირსეული პიროვნება“- სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დავაძე
09-03-2026
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დავაძე მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას გულანთებული ემსახურება. მისთვის სკოლის როლი განათლების მიცემით შემოიფარგლება, როგორც თავად ამბობს, სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას, არამედ ღირებულებებს, კრიტიკულ აზროვნებას, ასწავლიდეს თანამშრომლობის უნარს და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. ამ მიდგომებით კი საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული და ღირსეული მომავალი თაობის ფორმირებაში. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დავაძე პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- აქტიურად ვრთავთ სასწავლო პროცესში, იცავს სკოლის წესებს, ვასწავლით თანაკლასელებისა და პედაგოგების პატივისცემას. პასუხისმგებლობა მხოლოდ დავალებების შესრულება არ არის; ეს არის შინაგანი დისციპლინა და თვითმართვის უნარი, რომლის გამომუშავებაზე უნდა ვიზრუნოთ
სკოლასა და ოჯახში.

-  მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს: ოჯახი – სკოლა – თანაკლასელებთან თანამშრომლობა. როდესაც ეს სამი რგოლი ერთიანდება, შედეგი მაღალია. მნიშვნელოვანია მოტივაცია, უსაფრთხო და მხარდაჭერითი გარემო და ინდივიდუალური მიდგომა.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას არამედ...

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას, არამედ ღირებულებებს, კრიტიკულ აზროვნებას, თანამშრომლობის უნარს და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. ჩვენი მიზანია აღვზარდოთ განათლებული და ღირსეული პიროვნება.

-  მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- რადგან ქმნის ჯანსაღ სოციალურ გარემოს, ამცირებს კონფლიქტებს და აძლიერებს
გუნდურ მუშაობას. უსაფრთხო და მხარდაჭერით გარემოში მოსწავლე მეტად არის ორიენტირებული განვითარებაზე.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

-  ის არის პრაქტიკასთან დაკავშირებული, ინტერაქტიური და მოსწავლის ინტერესებზე მორგებული. პროექტზე დაფუძნებული სწავლება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ზრდის ჩართულობას.

-  უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...

- არის თვითსწავლის უნარი — ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება და პრაქტიკაში გამოყენება.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა იმ გარემომ, სადაც გავიზარდე. პედაგოგის ოჯახში გაზრდამ დამანახვა განათლების მნიშვნელობა. ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის არა მხოლოდ პროფესია, არამედ მოწოდება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება