სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მეცნიერება სტერეოტიპების გარეშე: 7 გამოგონება, რომლითაც ქალებმა მსოფლიო შეცვალეს
08-03-2026
-
+


ხშირად, როდესაც მეცნიერულ პროგრესსა და ტექნოლოგიურ მიღწევებზე ვსაუბრობთ, ისტორიის სახელმძღვანელოები მხოლოდ რამდენიმე ცნობილ სახელს გვთავაზობენ. თუმცა, თუ ჩვენს ყოველდღიურობას დავაკვირდებით - ინტერნეტით სარგებლობიდან დაწყებული, ავტომობილით გადაადგილებით დასრულებული, აღმოვაჩენთ, რომ თანამედროვე ცივილიზაციის უამრავი ფუნდამენტური გამოგონება სწორედ ქალების ინტელექტუალურ შრომის შედეგია. 

8 მარტი არ არის მხოლოდ სიმბოლური დღესასწაული; ეს არის შესაძლებლობა, გადავხედოთ იმ ინოვაციებს, რომლებმაც შეცვალეს სამყარო და დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, თითქოს მეცნიერება და ტექნოლოგია მხოლოდ „კაცების სფეროა“.

ბევრი ნივთი, რომელსაც ყოველდღე იყენებ, სწორედ ქალების გამოგონილია. მაგალითად:

Wi-Fi: დიახ, ჰედი ლამარმა (რომელიც მსახიობი იყო) საფუძველი ჩაუყარა ტექნოლოგიას, რომლის გარეშეც დღეს „ტიკ-ტოკსაც“ ვერ ჩართავდი.

მონოპოლია: ეს პოპულარული სამაგიდო თამაში ელიზაბეთ მეგიმ გამოიგონა.

მანქანის მინის საწმენდები : მერი ანდერსონს მადლობა გადაუხადე, როცა წვიმაში იმგზავრებ!

ჭურჭლის სარეცხი მანქანა: 1886 წელს ჯოზეფინა კოკრეინმა გადაწყვიტა, რომ ჭურჭლის ხელით რეცხვა ძალიან მოსაბეზრებელი იყო. მან პირველი მუშა მოდელი შექმნა. ასე რომ, თუ სახლში ამ მანქანას იყენებთ, ჯოზეფინას დამსახურებაა! 

კომპიუტერული პროგრამირება: პირველი პროგრამისტი კაცი არ ყოფილა. ის იყო ადა ლავლეისი – ქალი, რომელმაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მიხვდა, რომ მანქანებს მხოლოდ ციფრების დათვლა კი არა, რთული ბრძანებების შესრულებაც შეეძლოთ. 

კევლარი (ჯავშანჟილეტი): ათასობით პოლიციელისა და ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა სტეფან კვოლეკის მიერ გამოგონილმა მასალამ. ის ფოლადზე 5-ჯერ ძლიერია! 

მზის ენერგია (გათბობა): პირველი სახლი, რომელიც მხოლოდ მზის ენერგიით თბებოდა, ფიზიკოსმა მარია ტელკესმა შექმნა 1948 წელს. ის ნამდვილი „მზის დედოფალი“ იყო.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება