| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების სამინისტრომ ახალი პროექტი „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე‘‘ დაიწყო, ინკლუზიური სერვისების განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის.
პროექტის ფარგლებში, თბილისში გამართული პირველი შეხვედრაზე, გივი მიქანაძემ ინკლუზიური განათლების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა.
„ინკლუზიური განათლების განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი ინიციატივა. მათ შორის, სამინისტროში შეიქმნა სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი, ჩამოყალიბდა უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.
ამჟამად დავიწყეთ ახალი პროექტის განხორციელება, რომელიც საჯარო დიალოგის ფორმატში წარიმართება და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, მოსწავლეთა მშობლები და ყველა დაინტერესებული მხარე. მოვისმენთ თითოეულის პოზიციას, რეკომენდაციას და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება ბავშვთა საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით მოხდება’’,- აღნიშნა მინისტრმა..
პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში მასწავლებლებთან, მშობლებთან და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან პანელური დისკუსიები გაიმართება. მიღებული უკუკავშირები და გამოკვეთილი საჭიროებები სამინისტროს მიერ გათვალისწინებული იქნება ინკლუზიური სერვისების განვითარების პროცესში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას