სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო, პიროვნება, საინტერესო

„ყოველდღიურად ცოდნას, მოტივაციას და ადამიანურ ღირებულებებს უნერგავენ მომავალ თაობას“ - დირექტორები ქალ პედაგოგებს 8 მარტს ულოცავენ
05-03-2026
-
+


8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, - ეს არის დღე, რომელიც ქალთა ძალას, შრომას და საზოგადოებაში მათ მნიშვნელოვან როლს უსვამს ხაზს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად ვაფასებთ ქალ პედაგოგებსაც, რომლებსაც სკოლის ხელმძღვანელები ულოცავენ ამ დღესასწაულს. 

მაყვალა ხარაიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლა :

დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ ყველა ქალბატონს! თქვენ ხართ ჩვენი სკოლის ძალა. თქვენი შრომისმოყვარეობა და საქმისადმი სიყვარული არის მაგალითი მომავალი თაობებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და სიხარულით სავსე დღეებს!

დავით ჯაბუა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლა: 

ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ 8 მარტს! მადლობა თქვენი პროფესიონალიზმისთვის და შრომისმოყვარეობისთვის. გისურვებთ წარმატებებსა და ბედნირებას!

მზია ვაშალომიძე, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა: 

გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს. არ მოგკლებოდეთ სულიერი სიმშვიდე, ასევე, შვილებისა და მოსწავლეების წარმატებით მოგვრილი ბედნიერება!

ამირან გაბაიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ყველა ქალბატონს და მათ შორის ჩემს კოლეგა მასწავლებლებს ვულოცავ 8 მარტს! კეთილდღეობას, მშვიდობას და ბედნიერებას ვუსურვებ თითოულ მათგანს.

ლაშა ბოლქვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლის დირექტორი:

ყველა ქალბატონს და განსაკუთრებით ჩემი სკოლის პედაგოგებს მივულოცავ 8 მარტს, პირველ რიგში ვუსურვებ მათ მშვიდობას, ასევე კეთილდღეობას, ბედნიერებას და წარმატებებს როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში.

ნანული ბოლქვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის დირექტორი:

ძვირფასო კოლეგებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! თქვენი შრომა, მოთმინება და სიყვარული განათლების მიმართ უდიდეს მნიშვნელობას ატარებს. გისურვებთ ბედნიერებით სავსე ცხოვრებას!

ანზორ მიქელაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

8 მარტს განსაკუთრებულად ვულოცავ ქალ პედაგოგებს, რომლებიც ყოველდღიურად ცოდნას, მოტივაციას და ადამიანურ ღირებულებებს უნერგავენ მომავალ თაობას. ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ!

ზალიკო მაისურაძე, თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის დირექტორი:

8 მარტთან დაკავშირებით მასშტაბურ ღონისძიებას ვატარებთ სკოლაში და პირადადაც მივულოცავ, თუმცა თქვენი დამხარებით ყველა ქალბატონსა და პედაგოგს მინდა ვუსურვო ბედნიერება. შეუფასებელია ჩვენი პედაგოგების შრომა, ამიტომ მათ განსაკუთრებულად ვულოცამ ამ დღეს და ყველაფერს საუკეთეოს ვუსურვებ!

კახა გიორხელიძე, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ყველა ქალბატონს მინდა მივულოცო 3 და 8 მარტი. პედგაგოგ ქალბატონებს კი ვეტყოდი, რომ მათი ცოდნა და ყოველდღიური შრომა იმ თაობებს ქმნის, რომლებიც ხვალ ჩვენი ქვეყნის მომავალს ააშენებენ. მადლობა მათ ამ შრომისთვის!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება