სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო

„თქვენ ცოდნასთან ერთად მომავლის იმედსაც გვიზიარებთ“ - დირექტორები ქალ მასწავლებლებს 8 მარტს ულოცავენ
06-03-2026
-
+


გაზაფხულის დღესასწაულები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აღინიშნება. გამორჩეული ღონისძიებებით თავს გვაწონებენ გამორჩეული სკოლებიც. ჩვენ კი 8 მარტის აღსანიშნავად, გულითადი მოლოცვები და სურვილები მოგიმზადეთ დირექტორებისაგან:

ნესტან ონიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორი: 

ყველა მანდილოსანს ვულოცავ ამ ლამაზ დღესასწაულს. ვუსურვებ მათ წარმატებებს პირად და პროფესიულ საქმიანობაში. დაე, მუდამ საზეიმო განწყობაზე ყოფილიყვნენ. ეზეიმოთ მათი შვილებისა და მოსწავლეების წარმატებით. ვისურვებდი, ყველა ქალბატონის ოჯახში ბედნიერება და სიმშვიდე ყოფილიყოს!

ნანა გორგიშელი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის დირექტორი:

სრულიად საქართველოს პედაგოგებს მინდა მივულოცო ეს დღე! ვუსურვო მათ წინსვლა წარმატება და ბედნიერება.

თქვენი ღვაწლი ქვეყნის მომავლისთვის ფასდაუდებელია. გისურვებთ პროფესიულ წინსვლას, დაუღალავ ენერგიასა და დიდ წარმატებებს. თქვენ ხართ ადამიანები, რომელთა თითოეულ სიტყვას მოსწავლეებისთვის უდიდესი მნიშვნელობა და ძალა აქვს. გისურვებთ, რომ თქვენი მოთმინება და სიყვარული ყოველთვის გიბრუნდებოდეთ უდიდესი წარმატებითა და ბედნიერებით. თითოეულ პედაგოგს ვუსურვებ ხედავდეს მადლიერებას მოსწავლეებისგან. მასწავლებელი მაშინ არის ყველაზე ბედნიერი, როცა მოსწავლისგან გულწრფელ მადლიერებას ხედავს - სწორედ ეს მადლიერებაა დაუღალავი შრომის საუკეთესო აღიარება.

ფატმან ლაკლაკიშვილი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი: 

მშვიდობას, ჯანმრთელობას და მოტივაციას ვუსურევებ ჩვენს პედაგოგებს. მუდმივ წინსვლასა და აღიარებას ამ საპასუხისმგებლო და კეთილშობილურ საქმიანობაში. მასწავლებლობა არ არის ის პროფესია, რომელიც ერთ ადგილზე გაჩერებს, აქ მუდმივად უნდა ესწრაფოდე განვითარებას, ამიტომაც ჩვენს პედაგოგებს ვუსურვებ ჰქონდეთ მოტივაცია, რომ მუდმივად ისწრაფონ განვითარებისკენ. 

ნინო ღლონტი, ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის დირექტორი: 

გილოცავთ 8 მარტს! გისურვებთ პროფესიულ წინსვლას, ამოუწურავ ენერგიასა და დიდ წარმატებებს ყველა წამოწყებაში. პედაგოგების შრომისმოყვარეობა სამაგალითოა. ყველა მათგას ვუსურვებ საუკეთესო მოსწავლეების აღზრდას, ბედნიერ დედობასა და ყველაფერს საუკეთესოს. 

მზექალა მინაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის დირექტორი:

გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ცოდნასთან ერთად მომავლის იმედსაც გვიზიარებთ. გისურვებთ დიდ წინსვლასა და წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში. დაე, თქვენი ყოველი დღე იყოს პირადი ბედნიერებითა და იმ აღიარებით სავსე, რომელსაც ასე იმსახურებთ!

ნინო სუდაძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის დირექტორი: 

ძვირფასო კოლეგებო, გილოცავთ 8 მარტს! მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ პროფესიონალიზმისა და ენერგიისთვის, რომელსაც ყოველდღიურად დებთ საქმეში. სწორედ თქვენი შთაგონება და პასუხისმგებლობის გრძნობა განაპირობებს ჩვენი სკოლის წარმატებას. გისურვებთ წინსვლას, კეთილდღეობასა და დასახული მიზნების წარმატებით განხორციელებას.

შორენა აკოფაშვილი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ჩემო კოლეგებო, გულითადად გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! გისურვებთ, რომ თქვენი შრომა ყოველთვის სათანადოდ ფასდებოდეს და გიბიძგებდეთ კიდევ უფრო დიდი წინსვლისკენ. გისურვებთ დიდ წარმატებას საქმიანობაში, პირად ბედნიერებასა და შინაგან სიმშვიდეს. მთელი გულით გისურვებთ მშვიდობას თქვენ და მთელს მსოფლიოს!

თამილა გელაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის დირექტორი: 

დაე, ეს გაზაფხული ახალი შესაძლებლობების მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის. გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს და ბედნიერებას გისურვებთ. გისურვებთ დიდ წარმატებას საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში. ასევე მინდა ყველა დედას ვუსურვო შვილების ბედნიერება და მათი წარმატებით ტკბობა!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება