სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საგამოცდო სესიების განრიგი, მაქსიმალური ქულები და ტესტების ნიმუშები ცნობილია - NAEC დეტალებზე
05-03-2026
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2025-2026 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური 8 მარტს, 09:00 საათზე დაიწყება და 11 მარტს დასრულდება.
 
საგამოცდო სესიები, სხვადასხვა საგანში -  ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა და ლიტერატურა (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთათვის), ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული ენა, 3 დღის განმავლობაში, ცენტრის მიერ შემუშავებული განრიგის მიხედვით გაიმართება.
 
8 მარტს ტესტირება გერმანულ ენაში გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება,  ხოლო ფიზიკაში, რუსულ ენაში, ბიოლოგიაში, ქალაქ თბილისის №122 საჯარო სკოლაში ჩატარდება. 
 
რეგისტრაცია ტესტირებამდე 30 წუთით ადრე დაიწყება. მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაბადების მოწმობა ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი, ბეჭდით დამოწმებული ცნობა, ასევე ცენტრის მიერ გაცემული მოსაწვევი. მოსაწვევის ამობეჭდვა შესაძლებელია 5 მარტიდან ვებგვერდზე - ONLINE.NAEC.GE, ასევე, მის ამობეჭდვას უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაციაც, შესაბამისი ცხრანიშნა და ოთხნიშნა კოდების გამოყენებით.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მონაწილეებს ტესტირებისთვის საჭირო ყველა რესურსით უზრუნველყოფს, ხოლო პროცესი დადგენილი რეგლამენტის სრული დაცვით წარიმართება.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ოლიმპიადის მონაწილეებს, წინასწარ გაეცნონ ტესტირების წესებს, პროცედურებს და შესაბამის საგამოცდო ცენტრში მითითებულ დროს გამოცხადდნენ.
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება