სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულება დამტკიცდა - დეტალები
17-05-2022
-
+


მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულება დაამტკიცა. დეპარტამენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულია და მისი კომპეტენციაა:

უმაღლესი განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და ამ პოლიტიკის განხორციელებაზე ზრუნვა; უმაღლესი განათლების განვითარების ინსტიტუციური რეგულირება; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების/რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა; საკანონმდებლო წინადადებების ინიცირება, რომლებიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციასა და ეფექტიან ფუნქციონირებას; სისტემის სრულყოფის მიზნით, უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ წინადადებათა მომზადება; უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა; უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა; საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლა/სწავლების განვითარების ხელშეწყობა და გამორჩეული ხარისხის აკადემიური პროგრამების მხარდაჭერა; აკადემიური პერსონალის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; უმაღლესი განათლების მენეჯმენტის სისტემის სრულყოფა; უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა; აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის  ხელშეწყობა; საუნივერსიტეტო სივრცეში კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისა და მდგრადი განვითარების გეგმების რეალიზაციის ხელშეწყობა; სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება; უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება; უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ხელშეკრულებების შემუშავება; საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების უმაღლესი განათლების ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინაცია, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და წლიური ანგარიშების მომზადება, სამინისტროს კომპეტენტურ სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ასევე შესაბამის საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა;

ასევე, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევა და ანალიზი ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობისა და შესაბამისობის დადგენის მიზნით; საერთაშორისო დონორების, მათ შორის, ევროკავშირის მხარდაჭერით უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება