სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

„თანამედროვე სკოლა არაფრისმომცემია... არსებული პროგრამები წარსულს უნდა ჩაბარდეს“ - მასკი
17-05-2022
-
+


ილონ მასკმა განათლების თანამედროვე სისტემაზე, სკოლებსა თუ უმაღლესებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ:

„თუ ბავშვს უყვარს მათემატიკა, მიეცით საშუალება, ამ მიმართულებით განვითარდეს... თუ უცხოური ენები მოსწონს, დაე, ისწავლოს... საყოველთაოდ მიღებული უნივერსალური პროგრამები წარსულს უნდა ჩაბარდეს! თითოეული ბავშვისთვის უნდა შემუშავდეს უნიკალური მიდგომა, მისი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით“, - განაცხადა მასკმა და ისიც დასძინა, რომ აბსტრაქტული მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რაში შეიძლება გამოადგეთ მიღებული ცოდნა, ასე მოტივაციაც გაუჩნდებათ და განათლებასაც დამოუკიდებლად მიიღებენ.

მასკი მიიჩნევს, რომ თანამედროვე განათლების პრობლემა შემდეგშია: სკოლებში ზედმეტად უღრმავდებიან საგანს ისე, რომ  მოსწავლეებს არ უხსნიან მის საფუძვლებს, მთავარ იდეას და რაც მთავარია, ბიზნესმენის აზრით, ტესტებით ცოდნის შემოწმება არანაირ შედეგს არ იძლევა:

მასკი აქცენტს პრესტიჟული კურსების არაეფექტურობაზე აკეთებს:

„იქ ადამიანებს საერთოდ არ ასწავლიან ფიქრს. შთააგონებენ, რომ არიან განსაკუთრებულები, არადა, ისიც კი არ იციან, როგორ გააანალიზონ საკუთარი შეცდომები“.

დაბოლოს, მასკი ფიზიკას მეცნიერების დედოფლად მიიჩნევს და ამბობს, რომ ის ყველა ადამიანმა უნდა ისწავლოს, მიუხედავად იმისა, აპირებს თუ არა განვითარებას ამ მიმართულებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება