სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სწავლის დაფინანსების წესში ცვლილება შევიდა
10-05-2022
-
+


მიღებულია ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სტუდენტთა დაფინანსების წესში გარკვეული ცვლილებები შევიდა, უფრო კონკრეტულად კი სოციალურად დაუცველი სტუდენტების პარალელურად, სწავლის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასური დაუფინანსდებათ მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებსაც. ასევე განსაზღვრულია წარმატებული სტუდენტების დაფინანსებაც.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ან  მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასური დაფინანსდება წინა სემესტრში მიღებული შეფასებების და აკადემიური ქულების საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს 2250 ლარით, ხოლო ერთი სემესტრის განმავლობაში არაუმეტეს 1125 ლარით.

დაფინანსების მოთხოვნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისთვის განცხადებით მიმართვა შეუძლია სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტს.

განცხადების წარდგენის ვადები განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით, განაცხადს კი უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა)  საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

ბ) სოციალურად დაუცველი სტუდენტის  შემთხვევაში – ამონაწერი „სოციალურად  დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“, შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე ან  მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტის  შემთხვევაში – სტატუსის დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან;

გ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის  სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი, წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;

ე) იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის შემთხვევაში-დოკუმენტი, დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან;

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა;

ზ) ამონაწერი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება