სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო
10-05-2022
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, კომპიუტერული ტენოლოგიების პედაგოგმა, ხათუნი ასანიძემ სკოლის დირექტორ, ლალი გელაშვილთან და კლასის დამრიგებელ ციური პაქსაშვილთან ერთად გურჯაანის ტექნოპარკში სასკოლო ტური განახორციელეს.

სასკოლო ტურში მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„მოვისმინეთ ლექცია თემაზე, როგორ გავხდე პროგრამისტი? რომელიც წაგვიკითხეს მოწვეულმა სპიკერებმა  Geolab-ის ჯუნიორ ტრენერები :ლუკა ლუხუმაიძე და ლაშა ცაძიკიძე; შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და იყო ინტერაქტიური ხასიათის. ასევე, ვესტუმრეთ და მოვილოცეთ გურჯაანის ორგუმბათიანი ყველა წმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.

ტექნოპარკში ჩვენი სტუმრობის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებმა უფრო მეტი გაიგონ საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიების“ შესახებ და ვიზუალურად ნახონ ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობები. მათ უშუალოდ ნახეს 3D პრინტერი. გაიგეს მეტი ხელოვნური ინტელექტის რაობაზე, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში საგნისადმი მეტ ინტერესს, მოტივაციის ამაღლებას. დაგვეხმარება გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნოთ სასკოლო ცხოვრება და აქ­ტი­უ­რად დავ­ნერ­გოთ, განვახორციელოთ სხვადასხვა აქტივობები ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით.

ცოდნისკარის მოსწავლეებმა იციან თანამედროვე გამოწვევებს რომ გაუმკლავდე, ფეხდაფეხ უნდა აედევნო უსწრაფესი ტემპით განვითარებად ვირტუალურ სამყაროს. სკოლაში შეძლებისდაგვარად მოეწყო აიტ კლასი, სადაც საგაკვეთილო პროცესი საგან „კომპიუტერულ ტექნოლოგიებში“ კარგად მიმდინარეობს. სკოლის პედაგოგებს ასევე საშუალება აქვთ ჩაატარონ  გაკვეთილი, ციფრული ტექნოლოგიის კომპიუტერების და პროექტორის გამოყენებით.

დიდი მადლობა სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლალის და დამრიგებელს ქალბატონ ციურის გვერდში დგომისთვის, სასკოლო ტური წარმატებით შედგა; ასევე, მადლობა გურჯაანის ტექნოპარკის მასპინძლებს ლევანსა და ელენეს გულთბილი დახვედრისათვის. მოსწავლეებმა მზაობა გამოხატეს მონაწილეობა მიიღონ მათ მიერ გამოცხადებულ ტრენინგებში. მომავალშიც ბევრჯერ ვესტუმრებით ამ საინტერესო სამყაროს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება