სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხუცუბნის საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვისა და კალიგრაფიის კონკურსები გაიმართა
10-05-2022
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს, რომელშიც სასკოლო საზოგადოება დიდი ხალისით ჩაერთო.

დაწყებითი კლასის პედაგოგმა, დალი ჯაშმა დედაენის დღესთან დაკავშირებით, IV კლასის მოსწავლეებთან მხატვრული კითხვის კონკურსი  - „ო, ენავ ჩემო“ ჩაატარა. ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაც დიპლომები გადაეცათ.

VII კლასის დამრიგებელმა, ლოლა ცეცხლაძემ კლასის მოსწავლეებთან მხატვრული კითხვის დღე - „ქართული მარტო ენაა?!“ განახორციელა.

ასევე, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით IV - IX კლასების მოსწავლეები კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობდნენ. კონკურსის მონაწილეებს შესასრულებლად მიეცათ ორი დავალება - გადაეწერათ ტექსტი ლამაზი კალიგრაფიით და დაეხატათ ქართული ანბანის ასო.

კონკურსს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნაირა ჟიჟავაძე ხელმძღვანელობდა, პროცესს  დაწყებითი კლასების მასწავლებელი დალი ჯაში აკვირდებოდა.

კონკურსის შედეგებზე იმსჯელა სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ და გამოავლინა სამი გამარჯვებული. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ბასილაძემ მათ დიპლომები გადასცათ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება