| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში წარმატება მოიპოვეს.
ზურაბ გორგილაძის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მწერლის სახელობის ლიტერატურული კონკურსი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის სამსახურმა ჩაატარა, რომელშიც აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ნინი ბერიძე პირველი ადგილის მფლობელი გახდა, სალომე ბოლქვაძე კი მეორე ადგილის.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„ბავშვებო სკოლა გილოცავთ და ამაყობს თქვენით! ასევე მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს პედაგოგს იზა ვაჩეიშვილს! გისურვებთ წარმატებებს!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად